მბაპე:„ადაპტაცია დიდი ხანია დასრულდა, წინ დიდი ეპოქა გველის“
კილიან მბაპემ „სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს საღამო ჩემს მეხსიერებაში აუცილებლად ჩაიბეჭდება. საოცარი გამოსვლა გვქონდა, მე კი ჰეთ-თრიკი შევასრულე.“
„50 გოლი სეზონის ბოლოს? რატომაც არა, მე ამისთვის ვიბრძოლებ. მთავარი რა თქმა უნდა, გუნდის გამარჯვებაა და ყოველდღე მუშაობით ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო წარმატებაში.“
„„სიტი“ მარტივი მეტოქე არავისთვის არის, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით.“
„„რეალში“ გამარჯვებულის მენტალიტეტი ყველა ფეხბურთელს აქვს. როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, ქომაგების მხრიდანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს.“
„ის, რაც ბერნაბეუზე მიმავალ გზაზე ვიხილე, საოცრება იყო, მადლობა ყველას.“
„ადაპტაცია? ეს პროცესი დიდი ხანია დასრულდა, წინ დიდი ეპოქა გველის, აქ ძალიან ბედნიერი ვარ.“
„ატლეტიკო“ თუ „ლევერკუზენი“? ორივე რთული მეტოქეა, ალბათ უფრო მადრიდული დერბი სჯობს, რადგან დამატებითი მოგზაურაობა არ მოგვიწევს.“
„ძალიან მიხარია ზიდანის რეაქცია, რომელიც მან ბერნაბეუზე გამოხატა. ის ჩემი კერპი და განსაკუთრებული ფრანგია.“
„დიახ, გვარდიოლა გასახდელში გადამეხვია და მითხრა, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი მქონდა.“
- 20 თებერვალი 2025
- 5 515
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.