გვარდიოლა:„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია“

ხოსეპ გვარდიოლამ „რეალთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგას ძალიან ნაადრევად გამოვეთიშეთ, რაც ჩვენთვის მძიმე აღსაქმელია, თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით.“

„1/8 ფინალში გასასვლელად ჩვენი მეტოქე გახდა ყველაზე მძიმე გუნდი, რომელმაც საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზა.“

„წინა წლებში სამეფო კლუბმა 2-ჯერ გამოგვთიშა ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ასეთი სრულყოფილი და დაბალანსებული ფეხბურთი არცერთ ეტაპზე არ უჩვენებია, ეს იყო საოცარი მატჩი, სადაც ბერნაბეუზე „ბლანკოსმა“ ნამდვილი შოუ დადგა.“

„შემიძლია მივულოცო მადრიდისტებს და წარმატებები ვუსურვო, ამ გუნდს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.“

„ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად რა თქმა უნდა, სამეფო კლუბს მივიჩნევ.“

„მბაპე? მგონი მან სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა. თუ კილიანი ასეთ სტილში თამაშს განაგრძობს, „ბლანკოსი“ ლიგას აუცილებლად მოიგებს.“

„ანჩელოტის  გადავეხვიე, ის ჩემი უფროსი მეგობარი და ძალიან მაღალი კლასის სპეციალისტია.“

„ჰალანდი? ნორვეგიელი მზად არ იყო, ჩვენ გარისკვაზე უარი ვთქვით, რადგან შესაძლოა, ამ ნაბიჯს ცუდი შედეგები მოყოლოდა.“

„მგონია, რომ წინა წლებში ჩვენ „რეალთან“ უპირატესობა გვქონდა და გაცილებით ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებთ, მაგრამ ამ წელს სამეფო კლუბი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ჩვენ. ბევრის სწავლა მოგვიწევს, დასკვნები უნდა გავაკეთოთ.“

„პრემიერლიგაში კიდევ 13 თამაში გვაქვს ჩასატარებელი და მაქსიმუმს ვეცდები, რომ 30 ქულაზე მეტი მოვიპოვო, ეს სრულიად შესაძლებელია, ახლა ჩვენი ყურადღება შიდა ჩემპიონატში საუკეთესო შედეგის ჩვენებაზე იქნება გადატანილი.“

  • Madridista
  • 20 თებერვალი 2025
  • 2 457
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (160)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)