ბერნარდუ სილვა:„ბერნაბეუზე მოსაგებად ვითამაშებთ“
ბერნარდუ სილვამ „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ კარგად ვაანალიზებთ, რომ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ სხვა შანსი არ გვაქვს. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, ბერნაბეუზე აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“
„ეს სეზონი ძალიან მომთხოვნია, სადაც არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერს შევცვლით.“
„შედეგი, რომელიც „ეტიჰადზე“ დავაფიქსირეთ, რა თქმა უნდა არ არის მისაღები, მაგრამ ვერსად გავექცევით, სიტუაციის გამოსწორება მადრიდში გვმართებს.“
„აქ ფავორიტზე საუბარი ძალიან რთულია. მათ ორჯერ გამოგვთიშეს ჩემპიონთა ლიგიდან და ჩვენც ისინი ორჯერ გამოვთიშეთ ტურნირიდან. მივიჩნევ, რომ ძალიან სანახაობრივი და მომენტებით დახუნძლული შეხვედრა იქნება.“
„„რეალი“ ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, სწორედ ამიტომ, პირველივე წუთებიდან უნდა გავზარდოთ ზეწოლა.“
„სამეფო კლუბი ტოპ გუნდია, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. გვაქვს სპეციალური გეგმა, რომელიც უნდა შევასრულოთ და წარმატებამდე მივიდეთ.“
„გუნდში არაერთი მაღალი დონის შემსრულებელი გვყავს. გოლის გატანა „სიტისთვის“ პრობლემა არ ყოფილა. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გოლი იმისთვის, რომ ყველაფერი ხელახლა დავიწყოთ. სხვაობა მხოლოდ ერთი ბურთია და ჩვენ ბალანსი დროულად უნდა აღვადგინოთ.“
„ვიცით, რომ ტაქტიკურად სწორი ფეხბურთის გარეშე „ბლანკოსთან“ თამაში მარტივი არ არის, ანჩელოტი საშინაო არენაზე ყოველთვის განსაკუთრებულ ფეხბურთს ათამაშებს საკუთარ გუნდს, მაგრამ როგორც გითხარით, დიდი რწმენა გვაქვს და გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლას შევძლებთ.“
„ძალიან მსურს გოლის გატანა. თითოეული კარის აღება, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან სასიამოვნოა, ბერნაბეუზე კი ორმაგად.“
„კილიან მბაპე განსაკუთრებული ფეხბურთელია. „რეალში“ ამ შემტევს განსაკუთრებულ პატივს ვცემ. ვიცოდი, რომ მას სამეფო კლუბში თამაში სურდა და მიხარია, რომ ოცნება აისრულა.“
„პენალტების სერია? თუ ამის საჭიროება დადგება, დასარტყმელად მზად ვარ.“
- 19 თებერვალი 2025
- 1 321
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.