გვარდიოლა:„უშეცდომო თამაშის ჩატარება გვმართებს“

ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდში ჩასვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ბერნაბეუს კარგად ვიცნობ, ეს საოცარი არენაა. აღნიშნულ სტადიონზე გამოვსულვარ, როგორც „ბარსელონას“, ასევე მიუნხენის „ბაიერნისა“ და „სიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. ვფიქრობ, ურთულესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ მოსაგებად.“

„ვიცით, რომ შესაძლოა ეს იყოს ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად სწორი და მიზანმიმართული ფეხბურთის ჩვენება გვმართებს.“

„ბოლო წლებში „რეალს“ რამდენჯერმე შევხვდით, ყველა შემთხვევაში მოვლენები განსხვავებული სცენარით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ახლაც განსხვავებული მატჩი გვექნება.“

„ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი შეტევის განხორციელება და გოლების გატანა იქნება.“

„კარლო ანჩელოტის არ დასჭირდება ჩემთვის კითხვის დასმა. რა თქმა უნდა, 1%-ზე მეტი შანსი გვაქვს, მაგრამ ბერნაბეუზე „რეალი“ უფრო კომფორტულ სიტუაციაში იმყოფება. ამოცანა ჩვენთვის უფრო რთულია, თუმცა არა შეუსრულებელი.“

„ჯუდ ბელინგემის წითელი ბარათი? ინგლისური საკმაოდ კარგად ვიცი, მაგრამ არცერთი ვარიანტი გამიგია, არც მეორე. არ ვიცი, მოდით კიდევ მომეცით დრო ანალიზის გასაკეთებლად.“

„არ მგონია, რომ მსაჯების ფაქტორი ბერნაბეუზე რამეს გადაწყვეტს. მათ თავისი საქმე აქვთ.“

„გრილიშს მოედანზე გასვლა შეუძლია, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. თერთმეტეული ჯერ არ შემირჩევია, თუმცა ვეცდები, ოპტიმალური შემადგენლობა ავირჩიო. ჯეკს კვირაში სამი თამაშის ჩატარება ნამდვილად არ ძალუძს, თუმცა ვნახოთ.“

„ვინისიუსზე ყურადღებას არ გავამხვილებ, რადგან „რეალს“ კიდევ ჰყავს მბაპე, როდრიგო, ვალვერდე, ჯუდი და სხვები. ჩვენ კოლექტიური თვალსაზრისით უნდა გავიმარჯვოთ“

  • Madridista
  • 18 თებერვალი 2025
  • 3 710
  • 3

1

18 თებერვალი 2025 23:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 322

ტეომ იმენა გაუჩალიჩა მილანს


2

18 თებერვალი 2025 23:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 597

მოდი რეალში შეჩემა კარლოს მერე მანამ ალონსო მოიხოდება


3

19 თებერვალი 2025 00:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 526
18 თებერვალი 2025 23:23, murtoreali777 says:

ტეომ იმენა გაუჩალიჩა მილანს

იქნებაბა და იმოქმედოს ამ ყველაფერმა და რეალმა მოიყვანოს, არნოლდი, კიმიხი, ტეო, ვაბშე კამფეტ, ალონსომ თუ ვირციც წამოაყოლა ხო მთლად კარგი, მაგრამ ძალიან ბევრი ვარსკვლაცი მოიყრის თავს, მბაპე/ვინი ეგოს თემაა, მერე ბელინგემი/ვირცი იქნება, + მაგათ როდრიგო და ვალვერდე... ყველას თავის გამოჩენა მოუნდება, ბრაჰიმი/გიულერიც იჩაგრება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)