რა ჭირს რონალდოს?
პორტუგალიელი ფორვარდი 48 დღეა გოლის გატანის გარეშე....
კრისტიანო რონალდომ გოლი 48 დღის წინ გაიტანა, როცა მადრიდის "რეალი" ამერიკის წინააღმდეგ თამაშობდა. ამ მატჩში კრისტიანომ ჯარიმის გატანა შეძლო, მას შემდეგ კი რონის გოლი არ გაუტანია.
ჟოზე მოურინიო მის პრეს–კონფერენციებში ყოველთვის აქებს კრისტიანოს, ამბობს, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მისთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვს. როგორც ჩანს ეს ასე არ არის.
რონალდომ მის ინტერვიუში აღნიშნა, რომ გუნდის დასახმარებლად მხოლოდ გოლის გატანა არ არის საჭირო, ხშირ შემთხვევებში თანაგუნდელებს საგოლე პასებიც უნდა გაუკეთო, მაგრამ პორტუგალიელი ვერც გოლს იტანს, და ვერც თანაგუნდელებს ეხმარება საგოლე პასებით.
დღეს მადრიდის "რეალი" "ესპანიოლის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებს. გასულ წელს მადრიდელებმა მეტოქე ორივე მატჩში 3:0 დაამარცხეს, ამ გამარჯვებებში რონალდომ დიდი წვლილი შეიტანა, ასე რომ დღეს "მადრიდისტები" ნამდვილი რონალდოს ხილვას ელიან.
ინფორმაციის წყარო As.com
- 21 სექტემბერი 2010
- 3 414
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.