ვალვერდე:„„სიტის“ დამარცხებას ამ ქმედებებით ვაპირებთ“
ფედერიკო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ „ეტიჰადზე“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშინაო არენაზე ფრეს დავჯერდებით. აუცილებელია სრულფასოვანი მობილიზებდა და პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით მაქსიმალური ჩართულობა და ენერგიის დახარჯვა, სწორედ ამ ქმედებებით ვაპირებთ „სიტის“ დამარცხებას, რადგან ეს არის უძლიერესი გუნდი, შესანიშნავი მწვრთნელით და რესურსით.“
„მარჯვენა მცველობა? რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი პოზიცია, მაგრამ როდესაც გუნდში პრობლემებია, იძულებული ვხდები იქ ვიასპარეზო, სადაც ანჩელოტი დავამალებს. მთავარი ის არის, რომ ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი იყოს.“
„დანი კარვახალთან და ლუკას ვასკესთან ხშირად მქონდა კონსულტაციები და რჩევებს ვიღებდი, ისინი დიდ გამოცდილებას ფლობენ მარჯვენა ფლანგზე.“
„მსაჯები? ყველანი ადამიანები ვართ და შესაძლოა, დავუშვათ შეცდომა, თუმცა ტექნოლოგიურმა განვითარებამ შეცდომების მინიმიზება უნდა მოახდინოს. ის, რაც ლა ლიგის ბოლო ტურში მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ჩვენ დავკარგეთ ქულები.“
„წითელი ბარათი? ეს შეიძლება მიიღოს, როგორც ჯუდმა, ასევე სხვა ფეხბურთელზე. პროტესტი ნამდვილად არ არის სიახლე, ეს ბუნებრივი ემოციაა, რომელსაც მაღალი დონის დაპირისპირებებში ვიღებთ.“
„გუნდი თავდაჯერებულია, ინგლისში დავამტკიცეთ, რომ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ მოწოდების დონეზე დგომა შეგვიძლია.“
„„ქალაქელებს“ დასაკარგი არაფერი აქვთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს იშრომობენ, მათი მთავარი დადებითი მხარე შეტევაა, ჩვენ კი მასპინძლები ვართ და გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება უნდა მივანიჭოთ. გამიხარდება, თუ „რეალი“ დომინანტი იქნება.“
„კაპიტნობა? სამეფო კლუბის კაპიტნის სამკლაური დიდი პატივია და ეს არაერთხელ მითქვამს. ხაზგასზმით უნდა აღვნიშნო, რომ ამაზე ვოცნებოდი. ახლა ოთხეულში ვარ, თუმცა დადგება დრო, როდესაც კაპიტანი ვიქნები.“
„ის, რომ გასვლით დაპირისპირებაში უპირატესობა გვქონდა არაფერს ცვლის, ჩვენი კონცენტრაცია მაქსიმალური იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ 1/8 ფინალში გასასვლელად.“
- 18 თებერვალი 2025
- 1 039
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.