ანჩელოტი:„გვარდიოლას ამ კითხვას აუცილებლად დავუსვამ“

კარლო ანჩელოტიმ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„სასწორზე ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპი დევს, სწორედ ამიტომ, ზუსტად იგივე შემართებით და მოტივაციით ასპარეზობა გვმართებს. ჩვენ 1 კვირის წინ მანჩესტერში გავიმარჯვეთ, ახლა კი საშინაო არენაზე უნდა გავინაღდოთ 1/8 ფინალში გასვლა.“

„ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ლა ლიგის გასულ 3 ტურში მოხდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.“

„მსაჯებთან გაუგებრობას წერტილი უნდა დაესვას, ეს ძალიან დიდ ზიანს გვაყენებს. ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რომ VAR სისტემამ სიკეთე უნდა მოიტანოს და არა კიდევ უფრო დიდი ბუნდოვანება.“

„ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო არბიტრები არიან. არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ პრობლემა ევროსარბიელზეც გვექნება.“

„იმედი მაქვს, ჯუდ ბელინგემის დისკვალიფიკაცია ხანგრძლივი არ იქნება, ის ამას არ იმსახურებს.“

„გვარდიოლა ფიქრობს, რომ მის გუნდს ბერნაბეუზე 1%-იანი შანსი აქვს? როდესაც მას ვნახავ, ამ კითხვას დავუსვამ. პეპს არ ვეთანხმები, ჩვენ 99%-იანი უპირატესობა ნამდვილად ვერ გვექნება.“

„ვერ გეტყვით, ვინ ითამაშებს დაცვის ცენტრში. რაულ ასენსიოს მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობაც შეუძლია, რუდიგერი კი მზად არ არის და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. დღევანდელ ვარჯიშზე ანტონიოს პრობლემა არ ჰქონია.“

„ვასკესი სათადარიგო სკამზე იჯდება, მაგრამ თამაშში სავარაუდოდ არ ჩაერთვება, მან ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.“

„მბაპე კარგად პროგრესირებს და არაერთი გოლის გატანა შეძლო. მიხარია, რომ ადაპტაციის პერიოდი ფრანგმა სათანადოდ გაიარა.“

  • Madridista
  • 18 თებერვალი 2025
  • 2 885
  • 3

1

18 თებერვალი 2025 17:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 528

ჩუა აწიე ზემოთ და ცენტრში დააყენე ასენსიო და რუდიგერი


2

18 თებერვალი 2025 17:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 106

1 პროცენტიანმა შანსმა შეცდომაში არ შეგიყვანოს პაპა. ჩათლახია პეპი


3

18 თებერვალი 2025 17:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186
18 თებერვალი 2025 17:19, Levani Madrid says:

1 პროცენტიანმა შანსმა შეცდომაში არ შეგიყვანოს პაპა. ჩათლახია პეპი

Icis magi magan da magito tqva vkitxao... ara real ligaze tu vuyureb kai gundebtan tore laligashi magis myurebi agar var svarkas da leganesebtan tu racaa mogebebs sad vuyuro ar tamashobs kargad eseti reali kai xania ar minaxia ras gavs balansi dakargulisqvs gunds magi flangis mcvelebi ro ar gvyavs magisi bralia

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (146)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)