„სიტისთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.
დღევანდელ სესიაზე დანიელ კარვახალის და ედერ მილიტაოს გარდა ყველამ ივარჯიშა. დატვირთვა მიიღო ლუკას ვასკესმაც, თუმცა მისი განაცხადში ყოფნა კვლავ საეჭვოა.
აუცილებლად აღსანიშნავია დავიდ ალაბა და ანტონიო რუდიგერი, ორივე მოთამაშემ სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს, კარში დარტყმებს და ბურთის ფლობას.
აღსანიშნავია, რომ შეკრებაზე მედიის წარმომადგენელთა უპრეცენდენტო რაოდენობა გამოცხადდა, თუმცა ვარჯიში მხოლოდ 15 წუთით იყო ღია.
- 18 თებერვალი 2025
- 473
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.