ვალდანო:„ეს ყველაფერი „ნეგრეირას“ საქმიდან გამომდინარეობს“
ხორხე ვალდანო მადრიდის „რეალისა“ და მსაჯების სკანდალს გამოეხმაურა.
„ფაქტი ის არის, რომ მადრიდის „რეალისა“ და მსაჯების დაპირისპირება დიდ ზიანს აყენებს ლა ლიგის რეპუტაციას და სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს.“
„ის, რაც „ოსასუნასთან“ დაპირისპირებაში მოხდა, სრულიად აუხსნელია, ამას არ სჭირდება „რეალის“ ან სხვა კლუბის გულშემატკივრობა, ვინაიდან საქმე გვქონდა აშკარა გადაცდომებთან, თანაც არაერთ შემთხვევაში. მადრიდის „რეალს“ 3 ქულა წაართვეს და ვინც ამასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამს, ადეკვატური აღქმის უნარი არ აქვს.“
„ფაქტია, რომ ეს ყველაფერი „ნეგრეირას საქმიდან“ გამომდინარეობს, სწორედ ამიტომ, სკანდალი უნდა დასრულდეს და ყველაფერს ნათელი მოეფინოს.“
„როგორც ჩანს, მადრიდულ გრანდს დიდი ბრძოლა მოუწევს, როგორც მსაჯების და შესაბამისი კომიტეტის მიმართულებით, ასევე მწვანე მინდორზე.“
- 18 თებერვალი 2025
- 923
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.