იოზილი:„დღესდღეობით ვინისიუსი ყველაზე ძლიერია“

მესუთ იოზილმა ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა და „რეალში“ გატარებული დრო გაიხსენა.

„ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს ვინისიუს ჟუნიორი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია და მას კონკურენტი არ ჰყავს. მბაპე? ის საოცარია და დარწმუნებული ვარ, კიდევ მოუმატებს, თუმცა დღესდღეობით უფრო მეტ ხიფათს ბრაზილიელი ვარსკვლავი ქმნის, ვიდრე ფრანგი.“

„როდესაც „რეალში“ ვიყავი, გამარჯვებების სერიას ვაჩვენებდით, მოურინიო საოცარი სპეციალისტი გახლდათ. ყველაზე მძიმე წაგება 5:0 იყო, რომელიც „ელ კლასიკოში“ დაფიქსირდა. პორტუგალიელისგან ყველა განრისხებას ელოდა, მაგრამ ის გასახდელში შემოვიდა და აბსოლუტური მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ჟოზეს მეტოქე იყო ისტორიაში საუკეთესო „ბარსელონა“, ამ ფონზე კი ჩვენ მაინც დიდი კონკურენცია გავუწიეთ გვარდიოლას გუნდს.“

„ვინიმ შარშან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლები და გახლდათ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მთავარი ძალა. ამ ყველაფრის ფონზე კი ოქროს ბურთი სხვამ მოიგო. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის საკვრიველი გადაწყვეტილება იყო.“

„რუდიგერის და ჯუდ ბელინგემის ფაქტორი დღევანდელი ფორმაციის სამეფო კლუბში ძალიან დიდია. მივიჩნევ, რომ ორივე პირად ისტორიას წერს და საუკეთესო ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს.“

„არდა გიულერი? დარწმუნებული ვარ, თურქი ძალიან ბევრს მიაღწევს. არდას აქვს საოცარი ნიჭი და მანევრი, ის ხშირად მაგონებს ჩემს თავს, მაგრამ კიდევ უფრო მრავალმხრივია.“

„სერხიო რამოსთან ჩემი მეგობრობა დაუვიწყარი იყო, ესპანელთან ურთიერთობას ახლაც ვინარჩუნებ, ის „ბლანკოსის“ ლეგენდაა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (159)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)