„სიტისთვის“ მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობენ.
ფედე ვალვერდემ და ხესუს ვალიეხომ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს, აღდგენით პროცესს აგრძელებს ლუკას ვასკესი.
აღსანიშნავია, რომ რუდიგერმა და დავიდ ალაბამ ანჩელოტის ყველა მითითება შეასრულეს და მაღალი ალბათობით, მანჩესტერელთა წინააღმდეგ განაცხადში მოხვდებიან.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ვარჯიშზე გამოძახებული იყო რამდენიმე კასტილიელიც.
ხვალ გუნდი ფინალურ შეკრებას გამართავს.
- 17 თებერვალი 2025
- 377
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.