„ატლეტიკომ“ ქულები დაკარგა და „რეალს“ ვერ გაასწრო
მადრიდის „ატლეტიკომ“ „რეალის“ წაბორძიკება ვერ გამოიყენა და „სელტასთან“ დაპირისპირებაში ქულები დაკარგა.
სიმეონეს გუნდმა ვიგოელებთან 1-1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „რეალის“ მსგავსად, „როხიბლანკოსაც“ კაცნაკულს მოუწია ასპარეზობა.
24-ე ტურის თავზე სიმეონეს გუნდის აქტივში 50 ქულაა და „რეალს“ 1 ქულით ჩამორჩება.
იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონა“ საკუთარ თამაშს მოიგებს, პირველ ადგილზე გადავა. მართალია ფლიკის გუნდს „რეალის“ მსგავსად 51 ქულა ექნება, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსისა და ურთიერთშეხვედრაში დადებითი შედეგის გამო, პირველ ადგილს დაისაკუთრებს.
კატალონიელები „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ხვალ, 23:55 საათზე ითამაშებენ.
- 15 თებერვალი 2025
- 1 803
- 22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.