ბელინგემი შესაძლოა 2 მატჩით დასაჯონ!
ესპანური გამოცემების ცნობით, წითელი ბარათის მიღების გამო ჯუდ ბელინგემი შესაძლოა არა ერთი, არამედ ორი მატჩით დაისაჯოს.
შეხვედრის შემდგომ შედგენილ ოქმში მსაჯი ითხოვს, რომ ინგლისელის მიმართ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია იქნას გამოტანილი.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალი“ წითელი ბარათის საერთოდ გაუქმებას ითხოვს, რადგან არ არსებობს არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ ბელინგემმა მსაჯს აგინა.
სამეფო კლუბი მოითხოვს ყველა ვიდეო ჩანაწერის აღდგენას და დეტალურ გაშიფვრას.
„რეალი“ ამტკიცებს, რომ ბელინგემმა თქვა - „Fu.k off“, ხოლო მსაჯის მტკიცებით, ინგლისელმა მას „Fu.k you“ უთხრა.
მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის გასარკვევად მაშინვე მივიდა ლუკა მოდრიჩი, რომელიც ასევე ხედავდა მომხდარ ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ჯუდით დაწყებული, სამეფო კლუბის ყველა ფეხბურთელით დამთავრებული მსაჯს უხსნიდა, რომ მას ინგლისურის გაგების პრობლემა აქვს, მონტეროს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს.
- 15 თებერვალი 2025
- 2 107
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.