როდრიგოს 250-ე მატჩი „რეალში“
როდრიგო გოეშმა სამეფო კლუბში საიუბილეო და ისტორიული შეხვედრა გამართა.
ბრაზილიელმა ვარსკვლავმა სამეფო კლუბის მაისურით 250-ე დაპირისპირება ჩაატარა, საიდანაც 163 ლა ლიგაზე მოდის, 59 ჩემპიონთა ლიგაზე, 14 სამეფო თასზე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ტურნირზე.
გოეშის ანგარიშზე „მერენგების“ რიგებში 67 გატანილი გოლია, ის 13 ტიტულს ფლობს, მათ შორის კი ჩემპიონთა ლიგის 2 თასს.
- 15 თებერვალი 2025
- 354
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.