ანჩელოტი:„3 ქულა წაგვართვეს, ეს უკვე წარმოუდგენელია“
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„სათამაშო თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ გვქონია. ჩვენ შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ 3 ქულა წაგვართვეს. აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა და თამაშის მოგება შეგვეძლო.“
„ბელინგემი სრულიად აბსურდული მიზეზების გამო გააგდეს და ჩვენ 10 ფეხბურთელით დავრჩით. როგორც გავიგე, მსაჯმა ახსნა, რომ მას ჯუდმა უთხრა - „Fu.k you“, მსგავსი რამ არ მომხადარა, ინგლისელმა სულ სხვა რამ თქვა, თუმცა არბიტრს ინგლისური არ ესმოდა და არავის მოსმენა არ ისურვა. ეს არის წამოუდგენელი პრეცენდენტები, რამაც ძალიან აღმაშფოთა.“
„ლა ლიგის ბოლო 3 თამაშში ძალიან ცუდი შედეგები ვაჩვენეთ, ახლა ლიდერობის დაკარგვის ზღვარზე ვართ. ეს ძალიან მძიმე ამბავია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით, დღეს „რეალს“ აუცილებლად უნდა მოეგო.“
„მსაჯებზე მეტ საუბარს არ ვაპირებ, რადგან მსურს, რომ მომდევნო ტურში სათადარიგო სკამზე ვიჯდე.“
„ვინისიუსის და რაულ ასენსიოს წინააღმდეგ საშინელი ფრაზები ისმოდა. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელსაც სავარაუდოდ, რეაგირება ექნება.“
- 15 თებერვალი 2025
- 5 160
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.