სიახლე „რეალში“ - ანჩელოტი ახალ პოზიციაზე იმუშავებს?!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ კარლო ანჩელოტისთან იდეალური ურთიერთობების შენარჩუნება სურს.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსიდან“ წასვლის შემდეგ, ანჩელოტი მწვრთნელის საქმიანობას არ გააგრძელებს, მას ექნება შესაძლებლობა მადრიდში დარჩეს და „რეალში“ საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაზე იმუშავოს.
კლუბი იტალიელ სპეციალისტს მენეჯმენტში დასაქმებას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების ჩაბარებას შესთავაზებს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ კარლოს გამოცდილება გუნდს ძალიან გამოადგება, „რეალში“ დარჩენა თავად იტალიელისთვისაც მიმზიდველი უნდა იყოს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, კარლო აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია და გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს.
ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტის არაერთი მსურველი ჰყავს, როგორც იტალიიდან, ასევე ინგლისიდან და საუდის არაბეთიდან, რაც საკმაოდ დიდი ცდუნებაა.
- 15 თებერვალი 2025
- 2 728
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.