ყველაფერი გადაწყვეტილია - ალონსომ „ლევერუზენს“ „რეალზე“ აცნობა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსომ „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალთან“ თანამშრომლობას აპირებს.
ბასკი სპეციალისტი პატივს სცემს გერმანულ კლუბს და სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვით ადრე ატყობინებს, რომ ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს.
ჩაბის გერმანელებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა შეთანხმებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ზაფხულში წასვლის შესაძლებლობა ეძლევა.
თავის მხრივ, მადრიდულ გრანდს გადაწყვეტილი აქვს, რომ სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი გუნდს დატოვებს. არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებს თუ არა იტალიელი ლა ლიგას, ჩემპიონთა ლიგას, სამეფო თასს თუ სამივეს ერთად. თანამშრომლობა სეზონის ბოლოს დასრულდება.
ფლორენტინო პერესი ჩაბის გარეშე სატრანსფერო პოლიტიკასაც არ გეგმავს და ყველაფერს ბასკ სპეციალისტთან შეთანხმებით გააკეთებს.
როგორც ჩანს, 99%-თ გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ალონსო ჩაიბარებს.
- 15 თებერვალი 2025
- 3 919
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.