მადრიდის "რეალი" - "ესპანიოლი" [პრევიუ]
სამშაბათს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეოთხე ტური აიღებს სტარტს.
მადრიდის "რეალი" კატალონიურ "ესპანიოლს" უმასპინძლებს "სანტიაგო ბერნაბეუზე."როგორც წინა სტატიებში მოგახსენეთ, ფეხბურთელების დანაკლისს ორივე გუნდი განიცდის."თეთრები," გაგოს, კაკას, კანალესის, გარაისა და ალბიოლის გამოყენებას ვერ შეძლებენ, ხოლო "ლურჯები" კი, მარკესზე, დატოლოზე, ოსვალდოზე და დე ლა პენიაზე ვერ გათვლიან.
მიმდინარე სეზონში, სამი ტურის თავზე, გუნდები 3-7 ადგილს ინაწილებენ.ადვილი გამოსაცნობი არ არის, რომ ორივე კლუბის ფეხბურთელები მოსაგებად იბრძოლებენ მადრიდულ არენაზე.
აქვე, ორიოდე სიტყვით თვალი გადავავლოთ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკასაც, მადრიდულ-კატალონიური დუელი სულ 154-ჯერ გაიმართა, საიდანაც "ბლანკოსმა" 89 მოიგო, 31 ყაიმით დაასრულა, ხოლო 34 დათმო.ბურთების შეფარდება 332-184-ზეა "რეალის" სასარგებლოდ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, "ბერნაბეუზე" სამეფო გუნდისა და "ესპანიოლის" დაპირისპირებაში 40 გოლი გავიდა (საშუალოდ 4.0 გოლი ერთ შეხვედრაში).
- 21 სექტემბერი 2010
- 1 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.