ანჩელოტი:„სამი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს“

კარლო ანჩელოტიმ „ელ სადარზე“ ვიზიტის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდი ძალიან მოტივირებულია. გვსურს, რომ ლა ლიგაში პირველი პოზიცია შევინარჩუნოთ, ამისთვის კი სტაბილური გამოსვლა და მატჩების მოგებაა საჭირო. „სიტისთან“ მიღწეულმა გამარჯვებამ ჩვენზე დადებითად იმოქმედა.“

„ვინისიუსის მომავალი? სიმართლე გითხრათ, ამაზე საუბრით დავიღალე. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბედნიერია მადრიდულ გრანდში და აქ ბევრი ტიტულის მოგებას აპირებს.“

„ვინიმ არაერთხელ თქვა, რომ „ბლანკოსთან“ ერთად ახალი ისტორიის შექმნა მსურს, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ბრაზილიელისა და საუდის არაბეთის ჭორები მხოლოდ ამ სტატუსს შეინარჩუნებს.“

„რაულ ასენსიო კარგად პროგრესირებს. ახლა ის სასტარტოს მოთამაშედ არ ითვლება, მაგრამ საკმარის დროს იღებს. დარწმუნებული ვარ, ესპანელი მოთამაშე განვითარდება და მალე გუნდის ლიდერის სტატუსს მოირგებს. კმაყოფილი ვარ მუშაობის დონით, რომელსაც ის აჩვენებს.“

„სამი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს. დავიდ ალაბა და რუდიგერი შესაძლოა „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის მზად იყვნენ, ისევე როგორც ლუკას ვასკესი. მნიშვნელოვანია, რომ ისინი მალე გამოჯანმრთელდნენ და ჩვენი დახმარება შეძლონ, ეს რესურსის მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავს.“

„ჯუდ ბელინგემი ასაკის მიუხედავად, გუნდის უდავო ლიდერია. შესაძლებლობები, რომელიც მას აქვს, მართლაც საოცარია. ვფიქრობ, ინგლისელი ძალიან ბევრს მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, ის მალე ერთ-ერთი კაპიტანი გახდება და არაერთ მნიშვნელოვან წელიწადს გაატარებს ბერნაბეუზე.“

„ვალვერდე მარჯვენა მცველად? ურუგვაელს იქამდე მოუწევს მარჯვენა მცველობა, სანამ ლუკას ვასკესი დაბრუნდება. სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ გვაქვს და უნდა შევეგუოთ მოცემულობას, რომელიც ახლა არსებობს.“

„მსაჯებთან და VAR სისტემის აუდიო ნაწილთან დაკავშირებით დამატებით განცხადებებს არ გავაკეთებ. ეს არ არის ჩემი საქმე და კომპეტენცია.“

„ლორენცო აგუადო საინტერესო ახალგაზრდაა, მასთან ბევრს ვმუშაობთ და მივიჩნევთ, რომ კარგი პერსპექტივა აქვს.“

„ლა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება იდეალური იქნებოდა. კონკურენცია უდიდესია, სწორედ ამიტომ, წინასწარი საუბრები არ მსურს. ჩემი გუნდი ყველა ტურნირზე ბოლომდე იბრძოლებს.“

  • Madridista
  • 14 თებერვალი 2025
  • 3 324
  • 5

1

14 თებერვალი 2025 17:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 542

რეალმადრიდზე ფლეერით ვუყურებდი ლაივში პრესკონფერენციას. აგერ შემოვედი და ზუსტად 1 წუთში დაიდო.

უბრალოდ დაუნახავი უნდა იყო, რომ არ შეიმჩნიო. მადლობა ამის დამწერს, სხვა არაფერი


2

14 თებერვალი 2025 22:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 948

ვინი რო წავიდეს მე პირადად გავუგებ მას.სიღატაკეში დაიბადა გაიზარდა.კარიერას რაც შეეხება ასე თუ ისე ბევრს მიაღწია 2 ლიგა აქვს მოგებული.ბევრმა ვარსკვლავმა ვერ მოიგო ეს ლიგა ერთხელ მაინც.

მილიარდის შოვნა შეუძლია 5 წელიწადში და უარის თქმა ძალიან ძნელია.

რეალში სიცოცხლის ბოლომდე რო ითამაშოს ამდენ თანხას ვერ მიიღებს.

-----------------------
Decimotercero

3

15 თებერვალი 2025 00:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 347
14 თებერვალი 2025 22:37, Sani_Real says:

ვინი რო წავიდეს მე პირადად გავუგებ მას.სიღატაკეში დაიბადა გაიზარდა.კარიერას რაც შეეხება ასე თუ ისე ბევრს მიაღწია 2 ლიგა აქვს მოგებული.ბევრმა ვარსკვლავმა ვერ მოიგო ეს ლიგა ერთხელ მაინც.

მილიარდის შოვნა შეუძლია 5 წელიწადში და უარის თქმა ძალიან ძნელია.

რეალში სიცოცხლის ბოლომდე რო ითამაშოს ამდენ თანხას ვერ მიიღებს.

რატო სანი რა ეჩქარება რო?5-6 წლის მერე რო წავიდეს -წარმატებული კარიერის შემთხვევაში-შეიძლება მეტიც მისცენ.არავინ არ იცის ცხოვრება რას გიმზადებს,შეიძლება ის მილიარდი ოხრად დაგრჩეს,ამიტომ სიამოვნებას რაც განიჭებს ის არ უნდა მოიკლო


4

15 თებერვალი 2025 00:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 218

ჩოგბურთი ვისაც გიყვართ: ბუენოს აირესის ტურნირია და ჩაუჯექით, ისიამოვნებთ. მეოთხედფინალებია ეხლა, ზვერევია პირველ ნომრად. სასწაული თამაშებია. არგენტინელები როცა ვინმე სხვას ეთამაშებიან სასწაული მხარდაჭერა აქვთ,  გიჟი ფანებისგან.  როცა არგენტინელი ბრაზილიელს ხვდება მანდ ხომ საერთოდ. ბრაზილიელებსაც ხაან ბევრი ფანები ყავთ და ინგრევა იმენა ტრიბუნები. მართლა კლასიკაა სამხრეთ ამერიკული. ეხლა გადის ზუსტად ეგეთი თამაში, არგენტინელი ხვდება ბრაზილიელს და 1-1 სეტებში. მესამე სეტი  იქნება სასწაული.


5

15 თებერვალი 2025 07:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 516
15 თებერვალი 2025 00:11, REZY says:
რატო სანი რა ეჩქარება რო?5-6 წლის მერე რო წავიდეს -წარმატებული კარიერის შემთხვევაში-შეიძლება მეტიც მისცენ.არავინ არ იცის ცხოვრება რას გიმზადებს,შეიძლება ის მილიარდი ოხრად დაგრჩეს,ამიტომ სიამოვნებას რაც განიჭებს ის არ უნდა მოიკლო

ვისაც ფეხბურთი უყვარს იმისთვის არ აქვს მნიშვნელობა ბერნაბეუზე ითამაშებს თუ ნახალოვკაში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (153)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)