ბრაჰიმის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია!

მიუხედავად იმისა, რომ ბრაჰიმ დიასი „რეალის“ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ ითვლება, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია.

დიასი ოქროს სათადარიგოა, თუმცა რა თქმა უნდა, აქვს მეტი პრეტენზიაც.

მოროკოელ ფეხბურთელს „რეალის“ მაისურით 96 დაპირისპირება აქვს გამართული, საიდანაც 42 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, დანარჩენი კი მეორე ტაიმში ჩაერთო საქმეში.

ბრაჰიმის ანგარიშზე 18 გატანილი გოლი და 16 საგოლე გადაცემაა, რაც მის სათამაშო წუთებთან მიმართებით, ძალიან მაღალ კოეფიციენტს აფიქსირებს.

მადრიდელი ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ დიასის საოცარ შემოსვლას „სიტისთან“ დაპირისპირებაში, სადაც ის გოლის ავტორიც გახდა და „ბლანკოსის“ შეტევა უფრო სწრაფი და მობილური გახადა.

ფაქტია, რომ ბრაჰიმმა „მერენგების“ რიგებში ამჯერად გაამართლა და მასზე მომავლში უფრო მეტი ავანსიც უნდა გაიცეს.


1

14 თებერვალი 2025 15:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 543

ნებისმიერი ტოპ გრანდის სტარტერი იქნებოდა ბრაჰიმი


2

14 თებერვალი 2025 19:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5

ჯუდი ზამენაზე რომელიც ძველი ჯუდის მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი,ბრაჰიმი ძირითადში ჯუდის მაგივრად


3

15 თებერვალი 2025 06:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 738
14 თებერვალი 2025 19:29, Giga_Ceballos_19 says:

ჯუდი ზამენაზე რომელიც ძველი ჯუდის მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი,ბრაჰიმი ძირითადში ჯუდის მაგივრად

ამას როგორ ამბობ 


4

15 თებერვალი 2025 08:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 45

ბელინგემი საუკეთოსო არის ხოლმე ძირითად შემთხვევებში და რაის ჯუდი სკამზე ???


5

15 თებერვალი 2025 15:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5

ბევრი ვერხედავს ჯუდის რეგრესს და ძაან ცუდია,რეალის ცუდი თამაშის გამო არჩანს ჯუდის ცუდი თამაში,გინდ თამაშით გინდ სტატისტიკით ძაან ცუდია წელს კიარა წინა წლის მეორე ნახებრიდან მოყოლებული,თვეში ერთხელ ცარიელ კარში გოლს იტანს და ვსო,ისე დარბის გეგონება წვიმაში გარბის ჩუსტებითო,და სუ ძირს გდია მუხლებზე ზისხოლმე,ძაან მძიმედ მოძრაობს,ჩემთვის აშკარაა ჯუდის რეგრესი და სხვისი არვიცი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (146)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)