სალიბას სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა მართებული გადაწყვეტილებაა!

ხუნი კალაფატი არის ადამიანი, რომელიც ფლორენტინო პერესის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს. ავტორიტეტი, რომელიც ხუნიმ ჩამოიყალიბა ხელშეუხებელია.

არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს კალაფატთან ვილიამ სალიბაზე ჰქონდა საუბარი. ხუნის აზრით, ლონდონის „არსენალის“ ვარსკვლავის „რეალში“ გადაყვანა იდეალური გადაწყვეტილება იქნება და სამეფო კლუბს ახალ ძალას შესძენს.

სალიბას სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდა მართებული გადაწყვეტილებაა და „ბლანკოსში“ ამ საკითხზე შეჯერებულები არიან.

„დაცვის ჯუდ ბელინგემი“ - სწორედ ასე უწოდებენ „მეთოფეების“ დაცვის ლიდერს და მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება უნდა შედგეს.

ფლორენტინო პერესის აზრით, თუ „რეალს“ ახალი სეზონის სტარტს სალიბა ეყოლება, რასაც დაემატება ედერ მილიტაოს გამოჯანმრთელება, კიდევ უფრო გამოცდილი რაულ ასენსიო, რუდიგერი  და ალაბა, დაცვის ხაზში ყველა პრობლემა მოიხსნება.

„ას“-ის ანალიტიკოსები სვამენ კითხვას, სჭირდება თუ არა „ბლანკოსს“ ამდენი მცველი, მაგრამ პასუხიც მარტივია. გამოწვევებით სავსე სეზონის ფონზე, უთამაშებელი აბსოლუტურად არავინ რჩება, სწორედ ამიტომ, ორ ცენტრალურ მცველს, ორი მაღალი დონის რეზერვში აუცილებლად სჭირდება.

  • Madridista
  • 13 თებერვალი 2025
  • 1 304
  • 4

1

13 თებერვალი 2025 15:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 607

ტიპი არის ძალიან სწრაფი, პოზიციას კარგად ირჩევს, თავზე კარგად თამაშობს და ასაკიც პატარა აქვს.


მე მგონია, რომ თუ ეს ტრანსფერი შედგება, დაცვაში ცოტას ამოვისუნთქებთ რა.

ეგერ ნაჩო სულ სკამის ფეხბურთელად ითვლებოდა და მგონი ძირითად მცველებზე მეტს თამაშობდა. ფაქტია, რომ დაცვაში რესურსი საჭიროა რა, ამდენ ტურნირზე რომ გამოდიხარ სულ იტრამვება ვიღაცა


2

13 თებერვალი 2025 20:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 130

სალიბა არის ვინჯილის სტილის მცველი სივრცეებს ავსებს ძალიან გონივრულად, მილიტაოს ხან სად გორაობდა ხანკიდევ ამოვიდოდა ქაჯივით და მისსივრციდან ვიდირკებოდით ხშირად. + შეუძლია პირველი პასის გაკეთება არუბაგუნებს რუდიგერივით მარტივ სიტუაციებში, ვინც უყურებს არსენალის თამაშებს შეუმჩნეველი არდარჩება, თან ყოველ ჩაწოდებაზე გამოტანა გინდა თუ მოწინააღმდეგეს კართან თავით ხიფათის შექმნა სულ თავსიჩენს, ვანდაიკმა შეაქო და მის ასაკში ასეთი არვყოფილვაფო ძაან კაიბიჭია და დიდი გუნდი ძაან დიდს გამოაჩენს უფრო


3

14 თებერვალი 2025 03:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6

60+ თამაში აქვთ სეზონში , დრო ყველას ეყოფა, არნოლდი და ტეოც მოიყვანონ, ჰაკიმი რანაირად დავკარგეთ ეგ არის დასანანი


4

14 თებერვალი 2025 13:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 526

კარგი მცველია, რამდენად გამოუშვებენ ეგ მეორე საკითხია...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)