დე ლა ფუენტე:„ასენსიომ სრულიად ესპანეთი აღაფრთოვანა“
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა, ლუის დე ლა ფუენტემ რაულ ასენსიოზე ისაუბრა.
„თამაშის ხარისხი, რომელსაც რაულ ასენსიო აჩვენებს, ძალიან მიმზიდველია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი იზრდება „რეალში“ და ესპანეთში.“
„ნაკრებში გამოძახება? არნახული რესურსი გვაქვს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. უკანა ხაზში ასენსიოს დონის ფეხბურთელის დამატება რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„რაულმა აჩვენა დიდი ბრძოლისუნარიანობა, ნიჭი და შემართება.“
„მიხარია, რომ ესპანეთის ნაკრებში ნიჭიერი თაობა იზრდება, პერსპექტიული ახალგაზრდების გუნდში მოსვლა ნაკრებს უფრო მრავალმხრივს ხდის.“
- დღეს, 11:50
- 486
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.