ბუტრაგენიო:„Copa Del Rey აუცილებლად უნდა მოვიგოთ“
„რეალის“ ინსტიტუციონალური ურთიერთობების მიმართულების დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო „ლა კოპას“ წილისყრას დაესწრო, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა.
„სამივე მეტოქე ძალიან ძლიერი იქნებოდა. ეს არის ნახევარფინალური ეტაპი, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა.“
„Copa Del Rey აუცილებლად უნდა მოვიგოთ, სწორედ ამიტომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ჩვენი გუნდი მნიშვნელოვან ეტაპზე მოვიდა ახლა კი ფინალში გასვლის და გამარჯვების დროა.“
„ის, რომ მეორე თამაშს ბერნაბეუზე ვატარებთ, ჩვენს უპირატესობას ნიშნავს, მაგრამ ამისთვის ბასკეთში კარგი შედეგის დაფიქსირება გვმართებს.“
„„სიტისთან“ დაპირისპირებაში გუნდმა არნახული ხასიათი აჩვენა. ტრავმიანობის ფონზე, მაინც ვუტევდით, ვქმნიდით მომენტებს და ვიმსახურებდით გამარჯვებას. ვამაყობ, რომ „ბლანკოსის“ ფეხბურთელებმა ამდენი იბრძოლეს.“
„საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის, გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ყველაფერი ბერნაბეუზე გადაწყდება.“
- დღეს, 11:50
- 255
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.