კურტუა:„„რეალმა“ გააზრებული ფეხბურთი ითამაშა“
ტიბო კურტუას აზრით, „რეალმა“ „სიტის“ წინააღმდეგ ტაქტიკურად გააზრებული ფეხბურთი აჩვენა.
„ამოცანა ურთულესი იყო. დაცვის ოთხეულიდან ორი ფეხბურთელი ნახევარმცველი გახლდათ, სწორედ ამიტომ, შეტევაში გაბედულად ვერ გადავდიოდით. პრესინგი, რომელსაც გუნდი ახორციელებდა დიდ რისკებს შეიცავდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ შედეგი მოიტანა.“
„ჰალანდის პირველი გოლი კონტექსტიდან იყო ამოვარნდილი, მაგრამ ვიცოდით, რომ დაბრუნება შეგვეძლო. როდესაც ნორვეგიელმა პენალტიც გაიტანა, ჩვენი სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა შემართება და გამარჯვებისკენ სწრაფვა. არ გავჩერდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ.“
„პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდების წინააღმდეგ თამაში მარტივი არასდროს არის, მაგრამ ტაქტიკურად სწორად ვიასპარეზეთ და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ.“
„წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია. წინ მეორე რაუნდი გველის, სადაც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვეცადოთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.“
- დღეს, 11:50
- 231
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.