ბელინგემი:„ჩვენ უკეთესები ვიყავით და გამარჯვებას ვიმსახურებდით“

ჯუდ ბელინგემმა „ეტიჰადზე“ ჩატარებული მაგიური დაპირისპირება შეაფასა.

„ჩვენ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ, უამრავ მომენტს ვქმნიდით, მაგრამ ანგარიშში ჩამორჩენა გვქონდა, რაც ძალიან გასაკვირი და უცნაური იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე შეიცვალა, როგორც „რეალის“ ქომაგების გეგმაში იყო.“

„უბედნიერესი ვარ, რომ გამარჯვების გოლის გატანა შევძელი და კიდევ ერთხელ გავიზიარე დიდი სიხარული თანაგუნდელებთან ერთად.“

„რაც არ უნდა დიდი პრობლემები ჰქონდეს „სიტის“, ხოსეპ გვარდიოლამ იცის, როგორ ათამაშოს ეს გუნდი დიდ დაპირისპირებებში.“

„ბერნაბეუზე მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. პირველი მატჩის მოგება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, დასკვნითი ნაბიჯი კი სწორედ ჩვენს არენაზე უნდა გადავდგათ, სადაც ქომაგების როლი უდიდესი იქნება.“

„რაულ ასენსიო 4 თვეა თამაშობს პირველ გუნდში და აჩვენებს, რა დონის უკანახაზელია. მიხარია, რომ კანტერანომ ამდენი შეძლო.“

„ჩვენი დაცვის ოთხეულში მყოფი 2 ფეხბურთელია პოზიციით ნახევარმცველია. რთულია, ამ სიტუაციაშია ებრძოლო ერლინგ ჰალანდს, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთეს თავდამსხმელია.“

„როდესაც პირველი ტაიმი დასრულდა, გასახდელში ბევრი ვისაუბროთ. იგრძნობოდა, რომ მომატება შეგვეძლო. საბედნიეროდ, მეორე ნახევარში „რეალი“ დომინანტი გახდა და მომენტების უკეთესი რეალიზებაც შეძლო.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (160)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)