ვინისიუსი:„არ ვიტირო? ამ ბანერმა უფრო მოტივირებული გამხადა“
ვინისიუს ჟუნიორმა ხოსეპ გვარდიოლას „სიტის“ მისსავე მოედანზე დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ბუნებრივია რთული მატჩი იყო, სხვას აბსოლუტურად არაფერს ველოდით. ჩვენ ვიცით, რომ მანჩესტერელთა წინააღმდეგ თამაში ადვილი არასდროსაა.“
„როგორც „სიტის“, ასევე „რეალს“ შემადგენლობაში პრობლემები ჰქონდა. მაქსიმუმი გავიღეთ და უკეთესები ვიყავით. ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით, სადაც გოლის გატანა აბსოლუტურა შესაძლებელი გახლდათ.“
„აქ იმისთვის ვთამაშობთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის გერბს პატივი ვცეთ.“
„დიახ, მე ვნახე ბანერი, რომელიც „სიტის“ ქომაგებმა გადმოფინეს. არ ვიტირო? მათ ვეტყოდი, რომ ამ ქმედებით უფრო მეტი მოტივაცია მომცეს, იმაში კი არაფერია გასაკვირი, რომ ისინი მათ ფეხბურთელს ქომაგობდნენ და არა მე.“
„ბერნაბეუზე შესანიშნავი საღამო გველის. კვლავ ეს ხაზი უნდა გავატაროთ და ინიციატივით ვითამაშოთ. „რეალი“ საშინაო არენაზე მაქსიმალურად ეცდება, პირველიდან ბოლო წუთამდე დაიხარჯოს.“
„მსაჯები ზოგჯერ ცდებიან, ზოგჯერ კი დაზიანებულ ფეხბურთელს არ აქცევენ ყურადღებას. არ ვიცი, ჩემზე ან ჯუდ ბელინგემზე ჯარიმა როგორ არ იყო, თუმცა ეს ჩავლილი მომენტია. ევროსარბიელზე მსაჯების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ესპანეთში, ეს ფაქტია.“
„„რეალთან“ ერთად უამრავი ტიტულის მოგება და ისტორიის დაწერა მსურს.“
- დღეს, 11:35
- 478
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.