პეპ გვარდიოლა:„„რეალი“ არანორმალური გუნდია“

პეპ გვარდიოლამ „რეალთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„პირველი 15 წუთი ქაოსი იყო, რითი სარგებლობაც „რეალმა“ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, შემდეგ ჩვენი თამაში ვიპოვეთ და ვცდილობდით, მეტოქის კარის აღებას.“

„ჰალანდის გოლმა რა თქმა უნდა მეტი სიმშვიდე მოგვცა, მაგრამ ანჩელოტის ფეხბურთელების მობილიზდნენ და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.“

„ძალიან სამწუხაროა, რომ მატჩის მიწურულს 2 გოლი გავუშვით, ასე ჩვენ პირველად არ დაგვმართნია. მახსენდება არაერთი შეხვედრა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე პრემიერლიგაში, რომელსაც ვიგებდით და საბოლოოდ ბოლო მონაკვეთში წავაგეთ.“

„„რეალი“ არანორმალური გუნდია, ეს მართლაც ფაქტია. ფეხბურთელებისგან ყოველთვის ყველაფერს უნდა ელოდო, ეს გუნდი ბოლომდე იბრძვის.“

„მას შემდეგ, რაც „სიტის“ მწვრთნელი ვარ, ჩვენს წინააღმდეგ ამდენი მომენტი არცერთ გუნდს არ შეუქმნია. ეს ჩემთვის შემაშფოთებელი ფაქტია.“

„ბერნაბეუზე ვიზიტი? ჩვენ არაფერს შევცვლით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ამოცანა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე აქამდე იყო.“

„საშინაო მარცხის შემდეგ სიტუაციის შეცვლა მარტივი არ იქნება, მაგრამ ფეხბურთელებს მონდომება ნამდვილად ეტყობათ, სწორედ ამიტომ, მომდევნო კვირას ინტენსიურ ვარჯიშებს დავუთმობთ და ვეცდებით, სასურველი შედეგის დაფიქსირებას.“

  • Madridista
  • 12 თებერვალი 2025
  • 5 795
  • 4

1

12 თებერვალი 2025 11:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 526

კაი კაცი ხარ უდავოდ, როგორც მესისთვის არ შემიგინია დედა არასდროს, არც არასდროს ვყოფილვარ ნეგატიურად განწყობილი შენს მიმართ, კარგი ფეხბურთელი, მწვრთნელი, პიროვნება ყოველთვის დასაფასებელია...


2

12 თებერვალი 2025 13:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 32
12 თებერვალი 2025 11:41, Rustaveli1990 says:

კაი კაცი ხარ უდავოდ, როგორც მესისთვის არ შემიგინია დედა არასდროს, არც არასდროს ვყოფილვარ ნეგატიურად განწყობილი შენს მიმართ, კარგი ფეხბურთელი, მწვრთნელი, პიროვნება ყოველთვის დასაფასებელია...

?


3

12 თებერვალი 2025 14:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 032

სხვისი არ ვიცი მაგრამ მე მაგრად მევასება გვარდიოლა და თამამად ვიტყვი ნომერ პირველია ამ ეტაპზე... შეუძლებელია მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რეალში ამ გუნდით სასწაულებს იზქმდა პეპი 


4

12 თებერვალი 2025 15:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 526
12 თებერვალი 2025 13:28, 888 says:
12 თებერვალი 2025 11:41, Rustaveli1990 says:

კაი კაცი ხარ უდავოდ, როგორც მესისთვის არ შემიგინია დედა არასდროს, არც არასდროს ვყოფილვარ ნეგატიურად განწყობილი შენს მიმართ, კარგი ფეხბურთელი, მწვრთნელი, პიროვნება ყოველთვის დასაფასებელია...

?

კაი ტიპია თქო გვარდიოლა, კატალონიელი, მოზამბიკელი ვინც გინდა იყოს... ეგ ვიგულისხმე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)