ანჩელოტი:„გამარჯვება შეგვეძლო და ამას ვგრძნობდი“

კარლო ანჩელოტიმ „სიტის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ურთულესი მატჩი გვქონდა, მაგრამ არ დაგვიკარგავს რწმენა. ბევრი მომენტი შევქმენით და საბოლოო ჯამში გამარჯვება შევძელით. როგორც პირველ ასევე მეორე ტაიმში, ვინისიუსს, მბაპეს და ფედეს გოლების კიდევ გატანა შეეძლოთ. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, ამ სტადიონზე თამაში მარტივი არ არის.“

„ჩუამენიმ არნახული შრომა გაწია პოზიციაზე, რომელიც მისი არ არის. ფრანგის მადლიერები უნდა ვიყოთ, ის ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“

„ბანერი, რომელიც „სიტის“ ქომაგებმა ვინისიუსს გამოუფინეს? დარწმუნებული ვარ, მსგავსი შინაარსის ფაქტები, ფეხბურთელს უფრო მოტივირებულს და ძლიერს ხდის. სხვას ვერაფერს გეტყვით.“

„მეორე თამაშში ძალიან გვჭირდება ალაბა და რუდიგერი. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია მათი დაბრუნება, თუმცა ამისთვის უნდა ვიმუშავოთ.“

„საუკეთესო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე? თუ ამ სეზონს ამბობთ, შესაძლოა ასე იყოს, მაგრამ სხვა სეზონებსაც თუ გულისხმობთ, ჩვენ უფრო ძლიერი შეხვედრებიც გვქონია.“

„პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ყველას ვუთხარი, რომ გუნდს „ეტიჰადზე“ გამარჯვება შეეძლო და ამას ვგრძნობდი“

„სეზონის გადამწყვეტი ეტაპი ახლა იწყება და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია და შემართება ჰქონდათ.“

„ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ, ეს ცალსახად ასეა.“

„მიუხედავად იმისა, რომ გავიმარჯვეთ, არაფერია გადაწყვეტილი. ბერნაბეუზე კომფორტული უპირატესობით გამოვალთ, თუმცა იქაც სრულფასოვანი ყურადღება და ბოლომდე დახარჯვა გვმართებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (146)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)