ჰალანდის გაჩერების გეგმა!

ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტიმ ერლინგ ჰალანდის გაჩერებასთან დაკავშირებით ბევრი ისაუბრა და იმუშავა.

გუნდს არ ჰყავს ალაბა, მილიტაო და რუდიგერი. შემადგენლობაში კალიბრით მცველი მხოლოდ ასენსიოა, რომელსაც ორელიან ჩუამენი შეუერთდება.

არსებული ინფორმაციით, ანჩელოტიმ ნახევარმცველებს მაქსიმალური მობილურობა დაავალა, განსაკუთრებით კი ამის თქმა ფედერიკო ვალვერდეზე შეიძლება.

ურუგვაელი სავარაუდოდ ყველაზე მეტს ირბენს და მოედნის ყველა წერტილში გამოჩნდება. ანჩელოტის სწორედ ფედერიკოს იმედი აქვს, მან ერლინგ ჰალანდს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეს.

გამომდინარე იქედან, რომ უძლიერესი თავდასხმის წინააღმდეგ უსუსტეს დაცვას უწევს თამაში, ნახევარმცველების როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

დაცვის დროს „რეალი“ ძალიან კომპაქტური იქნება და ამ სისტემაზე გუნდს ბევრი აქვს ნამუშევარი.

„რეალს“ არ ეშინია მარმუშის, გრილიშის, დოკუსი, ბერნარდუსი ან სხვების. ანჩელოტის აზრით, მთავარი საფრთხე ერლინგია, თუმცა მას რა თქმა უნდა, მოყვებიან ის მოთამაშეებიც, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

  • Madridista
  • 11 თებერვალი 2025
  • 1 368
  • 1

1

11 თებერვალი 2025 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 526

ვერ ჩავწვდი შინაარს, როგორ უნდა დააზღვიოს ვალვერდემ, როცა ფლანგის მცველად ათამაშებს? სწრაფი შეტევები უნდა გააკეთოს და თავის ფლანგს მიხედოს, ალბათ კამავინგას დაავალებენ, ან კამავინგას დააყენებს დაცვაში და ვალვერდეს ნახევარმცველად...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)