ასენსიო 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს

მადრიდული გამოცემების ცნობით, რაულ ასენსიო „რეალთან“ ხელშეკრულებას 5 წლით გაახანგრძლივებს.

თავიდან საუბარი 4 წელიწადზე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, „რეალს“ ესპანელ ფეხბურთელზე უფრო დიდი გათვლის გაკეთება სურს.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, რაულ ასენსიო „მერენგების“ სადარაჯოზე 2030 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ასევე კოლოსალურად გაიზრდება რაულის გამოსასყიდი თანხა და დააკმაყოფილებს სტანდარტს, რომელიც „რეალში“ არსებობს. 

შეთანხმების მიხედვით, გამოსასყიდ თანხად 500 მილონი ევრო დასახელდება.

21 წლის კანტერანომ ამ სეზონში მთავარ გუნდში უკვე 1 200 წუთზე მეტი ითამაშა და ყველას დააჯერა, რომ დიდი მომავალი აქვს.

ფეხბურთელის აქტივში ლა ლიგაში 678 წუთია, „ლა კოპაზე“ 300, ჩემპიონთა ლიგაზე 193, ხოლო ესპანეთის სუპერთასზე 73.

ეჭვი არავის ეპარება, რომ სეზონის ბოლომდე ასენსიო 2 000 წუთიან ნიშნულს გადაცდება.


1

11 თებერვალი 2025 14:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 307

მიდი მომავალი 4 ლეგენდა და კაპიტანი 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (119)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)