სერეზო:„ესპანურ ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ წარმატება სჭირდება“
მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ „სიტისა“ და „ბლანკოსის“ მოახლოვებული დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, დიდი ბრძოლა იქნება, სადაც ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.“
„მე არ ვარ „რეალის“ გულშემატკივარი, მაგრამ ბუნებრივია, ესპანური კლუბის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე, ჩვენსავე ჩემპიონატს წაადგება.“
„ევროსარბიელზე ინგლისური გუნდების დომინაცია ისედაც შეიმჩნევა, „ბლანკოსის“ გამარჯვება კი ლა ლიგას მეტ პრესტიჟს მისცემს.“
„ანჩელოტი და გვარდიოლა? ორივე დიდი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ისინი ბევრს მუშაობენ დაპირისპირებაზე, რომელიც მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ქვეშ მოექცა.“
- 11 თებერვალი 2025
- 851
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.