მიატოვიჩი:„ანჩელოტი გვარდიოლაზე ოდნავ მაღლა დგას“
პეჯა მიატოვიჩი მადრიდის „რეალში“ განვითარებულ მოვლენებს აქტურად განიხილავს. ექს მადრიდისტამ „სიტისთან“ შეხვედრაზე ისაუბრა.
„მე არ მესმის, რატომ აკრიტიკებენ ორელიან ჩუამენის. ამ ფეხბურთელს მატჩების ნახევარზე მეტის არასასურველ პოზიციაზე ჩატარება უწევს, რაც რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მის სათამაშო კონდიციაზე.“
„არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები „სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაში. ამ რაუნდს არცერთი გუნდი არ ხვდება მოწოდების სიმაღლეზე.“
„გვარდიოლა და ანჩელოტი? ორივე უდიდესი მწვრთნელია, გამორჩეული უნარებით და შეხედულებებით. მივიჩნევ, რომ იტალიელი პეპზე ოდნავ მაღლა დგას, თუმცა როდესაც ესპანელი კარლოს ასაკში იქნება, სჯობს შემდეგ შევაჯამოთ შედეგები, რომელიც ყველაზე იმეტყველებს.“
„ანჩელოტის არ უყვარს გამალებული შეტევა, მისი მთავარი დადებითი მხარე სიმშვიდე და ბალანსია. ფაქტია, მან იცის სუპერ ვარსკვლავების მართვა, რაც არაერთ ქვეყანაში დაუმტკიცებია.“
„ფედე ვალვერდეს სახით „რეალს“ ნამდვილი ლიდერი ჰყავს. ურუგვაელი ყველა პოზიციაზე ეფექტურად თამაშობს.“
„ის, რომ „რეალის“ შემადგენლობაში პრობლემებია, პოლემიკასაც არ საჭიროებს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ გუნდს ნახევარდაცვასა და დაცვაში სერიოზული მატება სჭირდება. თუ ფლორენტინო პერესი ეფექტურ ტრანსფერებს არ განახორციელებს, პროლემები გაღრმავდება.“
„მე, როგორც მადრიდისტას, საერთოდ არ მსიამოვნებს, რომ სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპს გუნდი ექსპერტიმენტული შემადგენლობით ხვდება.“
„ჰალანდი და მბაპე? თუ ერლინგი მადრიდელი გახდება, კილიანთან ერთად ბრწყინვალედ ითამაშებდა.“
- 11 თებერვალი 2025
- 482
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.