მიკელ არტეტა „რეალის“ მთავარ მწვრთნელად?

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესის მთავარი ფავორიტი „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩაბი ალონსოა, თუმცა „მერენგები“ ამუშავებენ ალტერნატიულ ვარიანტსაც.

თუ ჩაბისთან შეთანხმება ვერ შედგება, „რეალის“ ხელმძღვანელობა აქცენტს მიკელ არტეტაზე გააკეთებს. ესპანელი სპეციალისტი პირადად პერესის სიმპატიებით სარგებლობს.

მოგეხსენებათ, არტეტა წლების განმავლობაში მუშაობდა პეპ გვარდიოლასთან და სწორედ მისი სტილის სპეციალისტია, გვარდიოლა კი ფლორენტინოსგან წლების პატივისცემით სარგებლობს.

მადრიდში მიიჩნევენ, რომ არტეტას ბრწყინვალედ შეუძლია „რეალს“ შემტევი გუნდის ელფერი დაუბრუნოს და არსებითი რესურსი სწორად აითვისოს.

მართალია მიკელს „მეთოფეებთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, თუმცა ესპანეთში ეჭვი არ ეპარებათ, რომ თუ 42 წლის სპეციალისტი რეალურ წინადადებას მიიღებს, სანტიაგო ბერნაბეუზე მუშაობაზე უარს არ იტყვის.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

  • Madridista
  • 11 თებერვალი 2025
  • 1 166
  • 3

1

11 თებერვალი 2025 13:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 539

ჩაბი თუ არ გამოვა, არტეტა მართლა ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება


2

11 თებერვალი 2025 17:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3

ამ კაცს არ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, არამგონია გამოადგეს რეალს, შეიძლება ათამაშოს ლამაზად მაგრამ  მხოლოდ ლა ლიგას დავკმაყოფილდებით მაგის ხელში


3

12 თებერვალი 2025 02:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 347

არტეტა გამორიცხულია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (119)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)