მარსელო:„„რეალის“ მწვრთნელებმა ჩემგან სრულყოფილება შექმნეს“

მარსელო ვიეირამ ესპანურ გადაცემაში მადრიდულ კარიერაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მწვრთნელების მიერ შეტანილ წვლილს მის განვითარებაში.

„„რეალში“ პატარა ასაკში მოვედი, ძალიან ბევრი მქონდა სასწავლი, მაგრამ არასდროს მაკლდა შემართება, რაც მაძლევდა იმის საშუალებას, რომ წინსვლაზე მეფიქრა.“

„ეტაპობრივად მიმდინარეობდა ჩემი განვითარება და საბოლოო ჯამში სრულყოფილებას მივაღწიე. ვისწავლე, როგორც დაცვაში თამაში, ასევე ტექნიკური და ტაქტიკური მიმართულებები.“

„როდესაც მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა, ის მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ დაცვაში თამაში არ ვიცოდი, თუმცა მე მქონდა პერსპექტივა, რომელიც ამ პოზიციაზე საუკეთესოდ მაქცევდა. პორტუგალიელს ყურადღებით ვუსმენდი და ყველა დეტალს ვითავისებდი, ის მიხსნიდა, როგორც უნდა მეთამაშა ზუსტად.“

„ჟოზეს არასდროს უთქვამს, რომ ბურთის დაჭერის დროს ფინტები არ გამეკთებინა, შეტევასი არ წავსულიყავი და შესაძლებლობები არ გამომევლინა, თუმცა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემი მთავარ დავალება მეტოქისთვის ბურთის  წართმევა და გონივრული შეტევის წამოწყება იყო.“

„ანჩელოტიმ გუნდს განსხვავებული ელფერი შესძინა. როდესაც ის მოვიდა, უკვე კარგ გამოცდილებას ვფლობდი, თუმცა მუდმივ კონკურნციაში ვიყავი სხვადასხვა ფეხბურთელთან. „ლა დესიმა“ დაუვიწყარი იყო, მაშინ „რეალის“ თითოეულმა ფეხბურთელმა უდიდესი შესაძლებლობები იგრძნო და ყველაფერი სწორედ ისე წარიმართა, როგორც გვსურდა.“

„ზიდანმა მეტი გამბედაობა შემძინა, მისგან ბევრს ვისმენდი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თვე, რომელიც ლეგენდასთან ერთად გავატარე. ის ხშირად მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი შეტევაში, რადგან ჩემს დაზღვევას კაზემირო შეძლებდა. არასდროს დამავიწყდება მითითებები და სწორი რჩევები, რომელსაც ფრანგი სპეციალისტისგან ვიღებდი. წარმოუდგენელია ის 3 წელიწადი, როდესაც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ვიგებდით.“

„ის ეპოქა წარსულს ჩაბარდა, იმ შემადგენლობიდან ახლანდელ გუნდში მხოლოდ ლუკას ვასკესი და ლუკა მოდრიჩი ირიცხებიან, მაგრამ ახლა „რეალს“ ჰყავს ახალი თაობა, რომელიც ახალ ისტორიას დაწერს.“

„ვამაყობ, რომ როდრიგოს და ვინისიუსს უკვე 2-ჯერ აქვთ ჩემპიონთა ლიგა მოგებული. საოცარია ჯუდ ბელინგემი, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ლიდერის სტატუსი მოირგო.“

„მბაპე? ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ბურთს ზედმეტად არასდროს ეხება. კილიანის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, ის საოცარია და დარწმუნებული ვარ, სანტიაგო ბერნაბეუ მისი შთაგონების წყარო გახდება.“

„სამეფო კლუბი იბძვის, როგორც ლა ლიგაში და სამეფო თასზე, ასევე დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩემპიონთა ლიგაზეც. მივიჩნევ, რომ ამ გუნდს ყველაფერი შეუძლია, ჩავარდნა კი ფეხბურთის თანმდევი მოვლენაა.“


1

5 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 486

ჟოზემ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი მარსელოს განვითარებაში, ანჩელოტის გამზადებული დაახვედრა უკვე.


ზუსტად მარსელოს სტილის ტიპი გვინდა, ვინც ფინტსაც აკეთებს, მოტყუებაზეც მიდის, შეტევასაც ეხმარება.

რაც თავი მახსოვს, ან კარლოსი იყო მარვხნივ ან მარსე, ეგეთები იშვიათად იბადებიან, არადა ძაან გვჭირდება მსგავსი სტილის ტიპი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (138)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)