ანდრეი ლუნინი იუბილარია!
დღეს მადრიდის „რეალის“ უკრაინელ კიპერს, ანდრეი ლუნინს დაბადების დღე აქვს.
კარის დარაჯი 26 წლის გახდა. ლუნინი მადრიდული გრანდის სადარაჯოზე უკვე წლებია დგას.
შეუფასებელია ღვაწლი, რომელიც ანდრეიმ შარშანდელ სეზონში როგორც ლა ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაში შეიტანა.
ანდრეი სამეფო კლუბთან ერთად 11 მოგებულ ტიტულს მოითვლის.
ლუნინს „მერენგების“ მაისური 55-ჯერ აქვს მორგებული.
ვულოცავთ უკრაინელს და წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
- დღეს, 11:00
- 132
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.