ანჩელოტი:„გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, მას უნდა ვუფრთხილდეთ“

კარლო ანჩელოტიმ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყველა შემთხვევაში რთულ დაპირისპირებას ველი. გვარდიოლას სწრაფი გუნდი ჰყავს, რომელიც ბრწყინვალედ უტევს, შეუძლია გააზრებული კომბინაციების გათამაშება და ბევრი გოლის გატანა.“

„ჩვენ გვჭირდება ბალანსი, სხვა გზა არ არსებობს. ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე უნდა აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.“

„ვიცით, რომ „ეტიჰადზე“ თამაში მარტივი არ არის, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლაა და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„ეს უკვე მართლაც კლასიკაა, რომელიც ქომაგებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ასეთ შეხვედრაში ვერასდროს გაიგებ, რა მოხდება. უნდა ვეცადოთ, რომ თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს.“

„ტრავმების გათვალისწინებით, ვინისიუსს კარგი სეზონი აქვს. ბრაზილიელმა საკმაოდ ბევრი გოლის გატანა შეძლო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო თვეებში კიდევ უფრო ეფექტური იქნება.“

„„სიტი“ არის ყველაზე რთული მეტოქე ამ ეტაპზე.“

„ჩვენ შემადგენლობაში ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ არსებული რესურსი სრულფასოვნად უნდა ავითვისოთ.“

„გვარდიოლა საუკეთესო სპეციალისტია, მან კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ის ფეხბურთელები, რომლებიც მის განკარგულებაში არიან.“

„ჩვენს მეტოქეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გუნდი წარმოადგენს. ის, რომ „სიტის“ გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა, არაფერს ცვლის. აქ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება, დარწმუნებული ვარ, გვარდიოლა ყველაფერს გააკეთებს საშინაო არენაზე გასამარჯვებლად.“

„პეპ გვარდიოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო. ზედმეტი არ იქნება თუ ამას ვიტყვი, ესპანელს ყველა გუნდში მიაქვს ინოვაცია, მეტი სისწრაფე, კრეატივი, შეტევის სიყვარული და მრავალფუნქციურობა. მივიჩნევ, რომ ჩემი მეტოქე ყოველმხრივ გამორჩეული სპეციალისტია.“

„მე არ ვფიქრობ, რომ ვინისიუსი ოქროს ბურთის ვერმოგების გამო შეშფოთებულია. პირიქით, ეს გარემოება, მისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო გახდა.“

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს წყვილში გამარჯვებულს, თავისუფლად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება.“

„ხესუს ვალიეხო? მასთან პრობლემა არ გვაქვს. მისი კონტრაქტი სრულდება, სწორედ ამიტომ, მეტ შანსს ახალგაზრდებს ვაძლევ.“

„„სიტიში“ ფანტასტიკური ფეხბურთელები თამაშობენ. არაერთხელ ვუთხარი ჩემს მოთამაშეებს, რომ ამ გუნდის ბოლოდროინდელმა შედეგებმა არ შეგვაცდინოს.“

„გვარდიოლას იანვრის ტრანსფერები? ეს ჩემი საქმე არ არის. ყველას აქვს უფლება დახარჯოს თანხა და გააძლიეროს გუნდი საკუთარი შეხედულებების შესაბამისად.“

„„რეალს“ როდრის მიმართ უპატივცემულობა არასდროს გამოუჩენია. ჩვენ გავაპროტესტეთ გადაწყვეტილება ვინისთან დაკავშირებით, მაგრამ როდრის ფაქტორი აქ აბსოლუტურად არაფერშუაშია.“

  • Madridista
  • 10 თებერვალი 2025
  • 2 737
  • 4

1

10 თებერვალი 2025 22:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 716

MTAVARIA ARAVIN GAITRAMVOS 


2

11 თებერვალი 2025 01:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8

რეალი გასულია უკვე. სიტი სამოყვარულო გუნდივითაა, ვისაც არ დაეზარა ყველამ მოუგო. 1 % აქვს შანსი სიტის რეალთან


3

11 თებერვალი 2025 06:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 318

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს,რომ რეალი დაიპეპლება სიტის მიერ.)))


4

11 თებერვალი 2025 12:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 607

ანჩე, დროა აჯობო გვარდის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)