როდრიგო:„„სიტისთან“ თამაში უდიდეს ენერგიას და მზაობას მოითხოვს“

როდრიგო გოეშმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რამდენიმე დაპირისპირება ჩააგდო, რის გამოც დავისაჯეთ და ახლა გამარჯვება გვჭირდება 1/8 ფინალში გასასვლელად.“

„ვფიქრობ, 15 ქულა ცოტა არ არის, მაგრამ არც საკმარისი იყო იმისთვის, რომ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვედრილიყავით, ეს უკვე წარსულია და წინ უნდა ვიყუროთ.“

„კარგად ვიცით, რა ძალას ფლობს მანჩესტერული გრანდი, რა შეუძლია გვარდიოლას გუნდის შეტევის ხაზს და რამხელა რესურსი არის ესპანელი სპეციალისტის ხელში, მაგრამ ჩვენს ენთუზიაზმს და შემართებას ვერაფერი შეცვლის.“

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს, თუმცა ვეცდებით, არსებული რესურსით სასურველი ანგარიშით დავაფიქსიროთ და განმეორებით დაპირისპირებას მშვიდად შევხვდეთ.“

„ის, რომ მეორე მატჩი ბერნაბეუზე იმართება ბევრს ნიშნავს, თუმცა ამისთვის მანჩესტერელებთან პირველ შეხვედრაში კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ბერნაბეუ მართლაც მაგიურია, სადაც „რეალს“ ნებისმიერი შედეგის დაფიქსირება შეუძლია.“

„ჩვენი მენტალიტეტი არ შეცვლილა, ისევ ისეთი შემართებით ვითამაშებთ, როგორც შარშან. კარგად ვიცით, რა რთულია „სიტის“ არენაზე გამოსვლა და სასურველი შედეგის დაფიქსირება.“

„მზად ვარ, გუნდს დავეხმარო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. გვარდიოლას გუნდთან დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ენერგიას და მობილურობას მოითხოვს.“

„„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებაში დიდი ენერგია დავხარჯეთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. „სიტისთან“ დაპირისპირებაში ყველა მოთამაშე 100%-ით გამოირჩევა. როგორც დერბიში, ასევე „ეტიჰადზე“ დაცვაში ყურადღება გვმართებს.“

„რა თქმა უნდა, არასდროს დამავიწყდება მატჩი, როდესაც მანჩესტერულ კლუბს 2 გოლი გავუტანე და ჩვენ საოცარი თამაში შემოვატრიალეთ.“

„მუშაობას არასდროს ვწყვეტ და ვცდილობ, საუკეთესო ვერსია ვაჩვენო. ანჩელოტი მაქსიმალურად მეხმარება, იტალიელი სპეციალისტი თითოეულ ფეხბურთელს ბევრს ესაუბრება.“

„„სიტის“ ინტერესი? ეს მამაჩემს უნდა ჰკითხოთ, რადგან მსგავს საკითხებში არ ვერთვები. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ოცნება „რეალში“ რაც შეიძლება დიდხანს თამაში და ტიტულების მოგებაა.“

„პოზიციების ცვლილება? თავდასხმის ხაზში მოთამაშეები ხშირად იცვლიან პოზიციას.“

„მთელი ბავშვობის მანძილზე მარცხენა ფლანგიდან ვთამაშობდი, სწორედ ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ პოზიციაზე ეფექტური გამოსვლა შემიძლია. ამ ეტაპზე ყველგან ვთამაშობ, სადაც ანჩელოტი დამავალებს.“

„პეპ გვარდიოლა მაღალი დონის პროფესიონალია. მისი გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის ეფექტურ ფეხბურთს თამაშობენ.“

„„სიტისთან“ თამაში არ მომწონს. ეს არ არის დასამალი, ვინაიდან ამ გუნდთან დაპირისპირება არნახულ ენერგიას, რესურსს და ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვს.“

„ინტერესი საუდის არაბეთიდან? როგორც გითხარით, ამ საკითხებზე მამაჩემს უნდა ესაუბროთ, მე არაფერი ვიცი.“

  • Madridista
  • 10 თებერვალი 2025
  • 1 143
  • 5

1

10 თებერვალი 2025 22:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 597

ბოლო წლების 4 დაპირისპირებიდან 2-2 ზე იყო გასვლის შედეგი, მაგრამ ამ 4 დაპირისპირებიდან ყველგან გვაჯობეს ესაა მთავარი პრობლემა, იმედია ახლა მაინც ითამაშებენ კარგად


2

10 თებერვალი 2025 22:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 204
10 თებერვალი 2025 22:26, kontaqti says:

ბოლო წლების 4 დაპირისპირებიდან 2-2 ზე იყო გასვლის შედეგი, მაგრამ ამ 4 დაპირისპირებიდან ყველგან გვაჯობეს ესაა მთავარი პრობლემა, იმედია ახლა მაინც ითამაშებენ კარგად

ბოლო წლების ყველაზე სუსტი რეალი არის წელს ასევე არის სიტიც ბოლო წლების ყველაზე სუსტი სიტია ვნახოთ რა იქნება. ბევრი გოლი გავა ჩემი აზრით რეალს დაცვა არ ყავს სიტის საზიზღარი დაცვა ყავს  ჩემი აზრით ან 2-2 მორჩება ან 3-2ს მოიგებს სიტი და ბერნაბეუზე გადაწყდება ყველაფერი


3

10 თებერვალი 2025 22:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 388

ე ბიჭო ეს ერთხელ მაინც მთელი თამაში შეუბერეთ  ლაღად,ისე როგორც ნაჯახებთან მეორე ტაიმი და არა მეორე ნომრად…


4

10 თებერვალი 2025 22:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 597
10 თებერვალი 2025 22:40, Georgia12345 says:
ბოლო წლების ყველაზე სუსტი რეალი არის წელს ასევე არის სიტიც ბოლო წლების ყველაზე სუსტი სიტია ვნახოთ რა იქნება. ბევრი გოლი გავა ჩემი აზრით რეალს დაცვა არ ყავს სიტის საზიზღარი დაცვა ყავს  ჩემი აზრით ან 2-2 მორჩება ან 3-2ს მოიგებს სიტი და ბერნაბეუზე გადაწყდება ყველაფერი

მე ვფიქრობ ორივე თამაში 2-1 რო წავაგეთ, აი მანდ ვიყავით ბოლო წლებში ყველაზე სუსტი, რათქმაუნდა როცა სიტის ვეთამაშეთ, თორე მანამდე იმის წინა წელს აიაქსმა გააუპატიურა რეალი. ახლა სიტი ვერ თამაშობს მარა რავი მაინც სიტია, რომელიც ბოლო წლებში რეალთან ერთად საუკეთესო გუნდია


5

11 თებერვალი 2025 01:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8

არაფერსაც არ მოითხოვს, სიტი სამოყვარულო გუნდივითაა, ვისაც არ დაეზარა ყველამ მოუგო. 1 % აქვს შანსი სიტის რეალთან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)