რუბენ დიაში:„ამ ეტაპზე „რეალი“ ყველაზე რთული მეტოქეა“

რუბენ დიაშმა „ბლანკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მას შემდეგ, რაც ამ გუნდში გადმოვედი სათამაშოდ, ყველაზე რთული სეზონი გვაქვს. გამოწვევები ნამდვილად არსებობს და ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიონალიზმით ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი.“

„სწორი რწმენით და მუშაობით, შეგვიძლია მივაღწიოთ დასახულ მიზანს.“

„ძალიან რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს. აუცილებელია, რომ „ეტიჰადზე“ გავიმარჯვოთ და ბერნაბეუს თავდაჯერებულები ვესტუმროთ.“

„ეს არის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში. კარგად ვაცნობიერებთ, რას წარმოადგენს „სიტის“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე.“

„ტრავმებმა ხელი შემიშალა, მაგრამ დავბრუნდი და მიმაჩნია, რომ მოწოდების სიმაღლეზე დგომას შევძლებ.“

„„რეალს“ ძალიან სწრაფი, მოქნილი და მრავალმხრივი შემტევები ჰყავს. ჩვენ მადრიდელთა წინააღმდეგ კარგი გამოცდილება დავაგროვეთ, თუმცა ყველა შეხვედრა ინდივიდუალურია და კონკრეტულ მიდგომებს მოითხოვს.“

„ჰალანდი თუ მბაპე? ვფიქრობ, რომ „სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაა და არამხოლოდ ამ ფეხბურთელების, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერლინგი ძალიან მოწყურებულია გოლების გატანას.“

„ვინისიუსი განსაკუთრებულად სახიფათოა, რადგან ბურთთან ერთად ყველაზე სწრაფად მოძრაობს. ჩვენ გვაქვს დაცვის რამდენიმე ვარიანტი და ვნახოთ, რას გამოვიყენებთ, ამას პეპი გადაწყვეტს.“

„ჩვენ გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, რუტინული და მიზანმიმართული თამაში.“

„ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ცუდი შედეგები ვაჩვენეთ, 1/8 ფინალში გასასვლელად კი დიდ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. თუ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვსურს, ეს გამოწვევა სანადოდ უნდა მივიღოთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (127)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)