გვარდიოლა:„თუ დაიჭერ ვინის, წინ გაიქცევა მბაპე“
ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ამ სეზონში „რეალის“ არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მაგრამ სახეზეა, რომ გუნდი ლა ლიგის ლიდერი გახლავთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანჩელოტიმ კარგად მართა კრიტიკული სიტუაცია. ჩემი აზრით, ეს გუნდი რესურსს ვერ წურავს და შედეგებიც სახეზეა.“
„ოქროს ბურთი? მიხარია, რომ როდრიმ გაიმარჯვა, თუმცა რა თქმა უნდა, ჯილდოს მიღება ვინისიუს ჟუნიორსაც შეეძლო, ვინაიდან მას საოცარი სეზონი ჰქონდა.“
„„ბლანკოსი“ დისციპლინირებული გუნდია და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, ამ გუნდს ხომ კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში.“
„მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ისეთი ისტორიის მქონე კლუბები, როგორიც „რეალია“. ჩვენ ცუდად ვითამაშეთ ჯგუფში და ახლა უდიდესი გამოწვევის მიღება გვიწევს.“
„ჩვენ ისტორიას ვწერთ, რადგან „რეალთან“ ბოლო წლებში არაერთი შეხვედრა გავმართეთ, ამან უკვე დერბის ხასიათი მიიღო. რა თქმა უნდა, „სიტისა“ და მადრიდული გრანდის დაპირისპირება ვერ შეედრება „ელ კლასიკოს“, თუმცა ინტრიგა აქაც ძალიან დიდია.“
„ძალიან არასასიამოვნოა, რომ მეორე დაპირისპირებას ბერნაბეუზე ვთამაშობთ, თუმცა ჯგუფში იმდენად ცუდი შედეგები დავაფიქსირეთ, რომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს არის ეტაპი, სადაც არც დამატებითი დროა გამორიცხული, ამ შემთხვევაში კი შიდა კედლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“
„9 წელია „სიტიში“ ვმუშაობ, პრობლემები ადრეც ყოფილა და მივიჩნევ, რომ ყველაფრის აღმოხვრის შანსი არსებობს.“
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მივიჩნევ, რომ კარგი შემადგენლობის შერჩევა შემიძლია. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ ჩამოვყალიბებულვარ, რომელი თერთმეტეული გავიყვანო მოედანზე.“
„ვინისიუსი? მბაპე? თუ გააჩერებ ერთს, წინ გაიქცევა მეორე. შეუძლებელია „რეალის“ ფეხბურთელების ინდივიდუალურად გაჩერება, ჩვენ უნდა გავაჩეროთ სისტემა, რომელსაც კარლო ანჩელოტი აირჩევს. თუ ამას გავაკეთებთ, გავიმარჯვებთ და 1/8 ფინალში გავალთ.“
„ჩვენ უნდა შევზღუდოთ „რეალის“ შემტევების გავლენა თამაშზე და ვეცადოთ, საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას.“
„მსურს, დიდი პატივისცემა გამოვხატო გუნდის მიმართ, რომელიც ყოველთვის ყველაზე არაპროგნოზირებადია. „რეალთან“ თამაში ყველას უჭირს, ეს ფაქტია.“
„ფეხბურთელებს კონკრეტულ დავალებებს მივცემ. ვიცი, რომ სხვაგვარად მოქმედება წარმატებას არ მოიტანს. ჩვენ გვჭირდება ყურადღება და მოედანზე შეკრებილი ქომაგების მხარდაჭერის გამოყენება.“
- გუშინ, 17:07
- 1 307
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.