მიატოვიჩი:„ხანდახან სჯობს წააგო და გონს მოეგო“
პეჯა მიატოვიჩმა „რეალში“ არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ შეაფასა.
„„ატლეტიკოსთან“ მატჩმა გვაჩვენა, რომ პრობლემების მიუხედავად, „რეალს“ შეუძლია უკეთესი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება, თუმცა ფაქტია, რომ გუნდში ფორს-მაჟორული სიტუაციაა.“
„პირადად მე ვერ წარმომიდგენია 3 ფრონტზე ბრძოლა იმ ფონზე, როდესაც მოთამაშეები საკუთარ პოზიციაზე ვერ თამაშობენ.“
„ხანდახან სჯობს წააგო და გონს მოეგო. 2023 წლიდან მოყოლებული ვამბობ, რომ ამ გუნდს სასწრაფო ტრანსფერები სჭირდება, თუმცა მივიჩნევ, რომ 2025 წლის ზაფხული იქნება გადამწყვეტი. ფლორენტინო ან გააძლიერებს გუნდს, ან დაიწყება კრიზისი, რომლის დაძლევაც გაცილებით რთული იქნება.“
„„რეალს“ დაცვაში 3 ფეხბურთელი სჭირდება. გუნდი უნდა გაძლიერდეს, როგორც ფლანგებზე, ასევე ცენტრში. იგივეს თქმა შემიძლია ნახევარდაცვაზეც, თუმცა აქ გაცილებით ნაკლებია სამუშაო, ვიდრე უკანა რგოლში.“
„არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ანჩელოტი „სიტისთან“, თუმცა ფაქტია, რომ მადრიდულ გრანდს მანჩესტერულ კლუბთან ორ რაუნდიანი ბრძოლა ექსპერიმენტალური დაცვის ხაზით მოუწევს, ეს კი მხოლოდდამხოლოდ იმ პასიური სატრანსფერო პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბოლო ხანს ხორციელდება.“
- 10 თებერვალი 2025
- 959
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.