რატომ არ ჩქარობს „რეალი“ სებასთან ახალ ხელშეკრულებას?
მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ დანი სებალიოსთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა, მაგრამ ფლორენტინო პერესი ესპანელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
ამ ყველაფერის მთავარ მიზეზად მთავარი მწვრთნელის ცვლილება სახელდება.
კარლო ანჩელოტიმ რომ მომდევნო სეზონშიც განიხილებოდეს გუნდის მესაჭის პოსტზე, „ბლანკოსი“ დანისთან ახლავე გაახანგრძლივებდა, მაგრამ პერესს არ სურს რისკის გაწევა.
პრეზიდენტი მოისმენს ახალი მწვრთნელის პოზიციას დანისთან დაკავშირებით და სწორედ ამ მითითებებით იმოქმედებს.
თუ ახალი დამრიგებელი სებაზე გათვლას გააკეთებს, ის „რეალში“ დამატებით 4 წლიან კონტრაქტს მიიღებს.
ამჟამინდელი ხელშეკრულების მიხედვით, ესპანელი ნახევარმცველი „ბლანკოსში“ 2027 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, ახალი შეთანხმების შემთხვევაში კი მოთამაშე ბერნაბეუზე 2029 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.
„ას“-ის ცნობით, „ბლანკოსს“ დანის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მუშაობა სწორედ ამიტომ არ აქვს დაწყებული, თუმცა ზაფხულში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
- 10 თებერვალი 2025
- 718
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.