„რეალი“ სალიბასთვის მიმზიდველ კონტრაქტს ამზადებს
ესპანური გამოცემების ცნობით, ვილიამ სალიბას სანაცვლოდ მადრიდის „რეალი“ კოლოსალური თანხის გადახდას გეგმავს.
იმ ფონზეც კი, როდესაც ფეხბურთელის შესაძლებლობები TransferMarkt-ის მონაცემებით 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული, „რეალი“ მცველის სანაცვლოდ 105 მილიონის გადახდას აპირებს.
ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ ფლორენტინო პერესი სალიბას მიმზიდველ ხელფასსაც შესთავაზებს.
არსებული ცნობით, „ბლანკოსი“ ფრანგ მცველს იმაზე გაცილებით მეტს შესთავაზებს, ვიდრე ახლა „არსენალში“ გამოიმუშავებს.
სალიბას „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს ეწურება, მომავალ ზაფხულს კი „რეალში“ გადასვლის კარგ შანსს მიიღებს.
კამერუნული ფესვების მქონე ფრანგი ფეხბურთელი 24 მარტს 24 წლის ხდება, ის საკმაოდ ახალგაზრდაა და მრავალწლიანი პერსპექტივა აქვს, რაც „რეალის“ მხრიდან კიდევ უფრო მეტ მონუსხვას იწვევს.
ფლორენტინო პერესის აზრით, „რეალს“ დაცვის ცენტრში აუცილებლად სჭირდება ტოპ კლასის უკანახაზელი და სალიბა იდეალური ვარიანტია.
- 10 თებერვალი 2025
- 478
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.