მარჯვენა ფლანგზე მხოლოდ ფედეს ვარიანტი დარჩა
კარლო ანჩელოტის მანჩესტერ „სიტისთან“ ექსპერიმენტალური დაცვის ხაზის გამოყენება მოუწევს.
ლუკას ვასკესის ტრავმის ფონზე, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი იძულებულია მარჯვენა ფლანგზე ფედერიკო ვალვერდე გამოიყენოს, რაც თავის მხრივ ნიშნავს ცვლილებებს ნახევარდაცვის ცენტრშიც.
ლა ლიგის დაპირისპირებებში შანსი შესაძლო ახალგაზრდა კანტერანოს, ლორენცო აგუადოს მიეცეს, მაგრამ „სიტისთან“ ამხელა რისკზე წასვლა ანჩელოტის არ სურს.
ახლა ვალვერდეს სახით „ბლანკოსს“ ერთადერთი ფეხბურთელი დარჩა, რომელსაც მარჯვნივ თამაში შეუძლია.
„რეალი“ ხვალ მანჩესტერში მიემგზავრება, ვასკესი კი დედაქალაქში დარჩება და აღდგენით პროცესს დაიწყებს.
- გუშინ, 20:51
- 954
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.