„სიტი“ „რეალს“ არც ისე კარგ ფორმაში ხვდება
მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე მანჩესტერ „სიტიმ“ მესამე ლიგის გუნდს „ლეიტონს“ 1:2 სძლია, მაგრამ გამარჯვება გაუჭირდა.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 1:0-ს აგებდა, თუმცა არ დანებდა და საბოლოო ჯამში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა.
„ლეიტონმა“ „ქალაქელებს“ არაერთი მომენტი შეუქმნა და მეორე გოლის გატანასთანაც არაერთხელ იყო ახლოს.
საბოლოო ჯამში გვარდიოლამ მოედანზე დე ბრუინი და სხვა ვარსკვლავებიც შეიყვანა და შედეგს ამის შემდეგ მიაღწია.
ფაქტი ის არის, რომ მანჩესტერული გრანდი „რეალთან“ დაპირისპირებას საუკეთესო კონდიციაში ნამდვილად არ ხვდება.
- გუშინ, 20:46
- 863
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.