ლუკას ვასკესი:„„რეალი“ ახლოს იყო გამარჯვებასთან“
ლუკას ვასკესმა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 3 ქულასთან ახლოს ვიყავით, შეგვეძლო, რომ მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. ხელი ხან ძელმა შეგვიშალა, ხანაც იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ბერნაბეუზე გამარჯვება ვერ ჩავიწერეთ აქტივში, ამ საღამოს „რეალი“ მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“
„გულშემატკივართა მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ კიდევ ავტობუსში ვიგრძენით, რომ საოცარი მხარდაჭერა გვექნებოდა.“
„მნიშვნელოვანია, რომ ლიდერები ვართ. ამ გუნდს ძალუძს ჩემპიონობა და ეს ბრძოლა გრძელდება.“
„ახლა ძალების აღდგენა და მანჩესტერული ვოიაჟისთვის მზადება გვმართებს. მადრიდის „რეალი“ აუცილებლად გავა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე.“
- 9 თებერვალი 2025
- 244
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.