ანჩელოტი:„„რეალს“ ტოტალური უპირატესობა ჰქონდა“
კარლო ანჩელოტიმ „დერბი დე მადრილენიოს“ შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ ტაიმში ტემპი გვაკლდა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაშზე ტოტალური კონტროლი დავამყარეთ. ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა და 3 ქულას ვიმსახურებდით, თუმცა არ გამოგვივიდა, რაც ძალიან სამწუხაროა.“
„ჩუამენიმ და რაულ ასენსიომ საოცარი თამაში აჩვენეს. ორივე საიმედო იყო და პრობლემების მიუხედავად, ბრწყინვალე დაცვა ვიხილეთ.“
„არ მსურს პენალტზე საუბარი. აზრი არ აქვს.“
„ზოგიერთი ფიქრობს, რომ მსაჯები „რეალის“ მხარეს არიან, ამის პარარელურად კი, სამეფო კლუბი ამ ადამიანებთან დაკავშირებით კვალიფიკაციის ამაღლებას ითხოვს. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებთან.“
„არ უნდა დავუშვათ, რომ „ბარსელონა“ დაგვეწიოს. ჩვენ ლა ლიგაში ზუსტად ისეთი სერია გვმართებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გვქონდა.“
„კამავინგა და მოდრიჩი „სიტისთან“? ვნახოთ, ჯერ უნდა დავაკვირდე ფეხბურთელებს და მათ აღდგენით პროცესს. მანჩესტერულ გრანდთან შეხვედრამდე ენერგია უნდა აღვიდგინოთ.“
„მომდევნო კვირას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასასვლელად.“
„სისტემა საკმაოდ ეფექტური იყო. როგორც ვინი, ასევე მბაპე და როდრიგო ხშირად იწევდნენ უკან და ეხმარებოდნენ ნახევარმცველებს. ეს იყო მობილური თამაში.“
„ლა ლიგის ლიდერები ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ მდევრებთან სხვაობა შემცირდა და ახლა სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ.“
„ალაბას და რუდიგერის დაბრუნება უმნიშვნელოვანესი იქნება.“
- 9 თებერვალი 2025
- 4 003
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.