„ატლეტიკოს“ ბერნაბეუზე ლა ლიგაში 9 წელია არ მოუგია
მადრიდის „რეალს“ „ატლეტიკოსთან“ თამაში უჭირს, მაგრამ არც დიეგო სიმეონეს გუნდისთვის არის ბერნაბეუზე თამაში მარტივი.
აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ სანტიაგო ბერნაბეუზე 2016 წლის შემდეგ არ მოუგია.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის ბოლო 10 შეხვედრაში „როხიბლანკო“ მხოლოდ 2-ჯერ დაამარცხა, რაც მოსაწონი შედეგი ნამდვილად არ არის, თუმცა ფაქტია, რომ „ბლანკოსის“ კედლებში ჩოლოს გუნდს უჭირს.
ბოლოს, როდესაც სამეფო კლუბმა ლა ლიგაში „ატლეტიკო“ დაამარცხა, გოლების ავტორები კარიმ ბენზემა და მარკო ასენსიო გახდნენ, ეს თამაში 2021 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც „მერენგებმა“ 2:0 იმარჯვეს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადჰყოფს, რომ წინ ურთულესი ბრძოლა გველის.
- გუშინ, 20:06
- 170
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.