მიატოვიჩი:„„რეალმა“ მსაჯების ნაცვლად შემადგენლობაზე უნდა იზრუნოს“

პეჯა მიატოვიჩმა მოახლოებულ დერბიზე, მსაჯების და „რეალის“ პრობლემებზე, ლა ლიგაში არსებულ სიტუაცისა და ფავორიტებზე ისაუბრა.

„ლა ლიგის ამ ეტაპზე იქმნება ხოლმე მომენტი, როდესაც საჩემპიონო ბრძოლაში მხოლოდ 2 გუნდია ჩართული, მაგრამ ამ სეზონში სრულიად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. წელს ჩემპიონობა შეუძლია როგორც „რეალს“, ასევე „ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“, სწორედ ამიტომ, ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება.“

„მსაჯების კრიტიკა არ მომწონს, ეს არ არის სწორი ნაბიჯები, თუმცა მეც ვხედავ, რომ გარკვეული ხარვეზები ნამდვილად არსებობს.“

„დარწმუნებული ვარ, თქვენ მკითხავთ, რისთვის არსებობს VAR ტექნოლოგია, თუ ადამიანური შეცდომები იქაც დაშვებადი ხდება? ამაზეც გიპასუხებთ, რომ აქაც ადამიანური ფაქტორია.“

„მე ვფიქრობ, რომ „რეალმა“ არა მსაჯებზე, არამედ შემადგენლობაზე უნდა იზრუნოს, რადგან ამ გუნდს აშკარა პრობლემები აქვს.“

„ის, რომ დღეს „რეალის“ დაცვაში კატასტროფული სიტუაციაა შექმნილი, მხოლოდ არასწორი სატრანსფერო მენეჯმენტის ბრალია. უკვე დიდი ხანია ჩანს, რომ მადრიდელებს სჭირდებათ მაღალი კლასის ფლანგის მცველები, ასევე მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი და ასე შემდეგ.“

„არ ვიცი, რა იქნება 2025 წლის ზაფხულში, თუმცა თუ „რეალი“ არ გააქტიურდება, ის დაკარგავს საოცარ რესურსს, რომელიც შეტევაში არსებობს და გამოყენებადი მხოლოდ იმის გამო არ არის, რომ გუნდს დაცვაში უჭირს და სრულფასოვნებას ვერ აღწევს.“


1

8 თებერვალი 2025 18:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 318

მართალი ხარ პრედრაგ.????

8 თებერვალი 2025 18:02, zizu2020 says:


მართალი ხარ პრედრაგ.


2

8 თებერვალი 2025 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 526

ა კაცი... მენდი აიტანს, თუ ვასკესი ვინი-მბაპე-როდრიგო-ბელინგემი... (ბრაჰიმი-გიულერი-ენდრიკი) რავი რამდენი დამრტყმელია... მოსაყვანია 2-ვე ფლანგი და ცენტრში 1 კიარა მგონი 2-იც გვჭირდება ისე მიდის საქმე... 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)