ტეო ერნანდესი „რეალში“ - თანხა გამზადებულია!

მას შემდეგ, რაც ალფონსო დეივისთან „რეალმა“ შეთანხმებას ვერ მიაღწია და კანადელი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში დარჩა, ფლორენტინო პერესის მთავარ პრიორიტეტად ტეო ერნანდესი გადაიქცა.

ესპანური გამოცემების ცნობით, განაპირა მცველის სანაცვლოდ მადრიდული გრანდი 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომდევნო სეზონში გუნდის ფლანგები მნიშვნელოვნად უნდა იქნას გაძლიერებული, სწორედ ამიტომ, ფინანსური რესურსის გაღება აუცილებელია.

ტეოს მადრიდში თამაშის გამოცდილება აქვს, თუმცა ტოპ ფეხბურთელად „მილანში“ იქცა და ესპანელთა ყურადღება ხელახლა მიიპყრო.

თუ მოთამაშესთან შეთანხმება შედგება, ის 6 წლით გახდება ბერნაბეუს ბინადარი.

რაც შეეხება ერნანდესის მიმდინარე ხელშეკრულებას, ამ შეთანხმებას ვადა 2026 წელს ეწურება, რაც „რეალს“ საშუალებას აძლევს, „როსონერი“ უფრო მარტივად დაიყოლიოს მოლაპარაკებებზე.


1

3 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 37

ჰაკიმიმ 2029 მდე გაახანგრძლივა... იმედია ალექს-არნოლდი დეივისივით არ მოიქცევა და გადმოვა))))))


2

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5

იმედია გამოვა ფაქტია დღეს თავის პოზიციაზე საუკეთესოა დეივისთან ერთად 


3

35 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 215

50 კიარა 80-იც არ უნდა დაენანოს სადაც ჩუამენიში 85 მისცა, ფლანგები ორივე სასწაულად გვჭირდება, ნუთუ ვერ ცედავს გუნდი რო მოშლილია...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (84)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)