სად გააგრძელებს კარიერას ანჩელოტი? 4 ვარიანტი ცნობილია!
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის 4 შეთავაზება აქვს. თუ იტალიელი სპეციალისტი „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, უქმად ყოფნა არ მოუწევს.
ანჩელოტისთვის ბრძოლაში ერთვება იტალიური „რომა“, ასევე ასპარეზზეა გამოსული საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბი, ლონდონის „ჩელსი“ და „მილანი“, თუმცა „როსონერიში“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ ანჩელოტის კვლავ მიუბრუნდება ბრაზილიის ნაკრებიც. რონალდო ნაზარიო კი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დანიშვნის შემთხვევაში, პირობას იძლევა, რომ იტალიელს სამხრეთ-ამერიკაში ჩაიყვანს.
რაც შეეხება „რეალთან“ ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ღიად არავინ საუბრობს, ანჩელოტი ბერნაბეუზე ბოლო სეზონს ატარებს და ეს ყველამ იცის.
- 8 თებერვალი 2025
- 3 610
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.